ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის წარდგენა
30/05/2017 0 ნახვა


ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ქეამ და მისმა პარტნიორმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ წარმოადგინეს კვლევა ქართული ჩაისა და კალმახის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ.

კვლევებში განხილულია სექტორებში არსებული მდგომარეობა, შესაძლებლობები, გამოწვევები და რეკომენდაციები სექტორის განვითარებისთვის.

ღონისძიება გახსნა ISET-ის წარმომადგენელმა ირაკლი კოჭლამაზაშვილმა და ქეას მისიის დირექტორმა-გიორგი ღლონტმა. პრეზენტაციას დაესწრნენ წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან-კრისტინა კასელა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან-ნინო ზამბახიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან-გიორგი ხანიშვილი, ასევე სხვადასხვა კვლევითი ცენტრების, კოოპერატივების და ჩაის და კალმახის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.