ლაგოდეხის ლაგ-ის მმართველობითი საბჭოს წევრებს პროექტების შეფასებაში ტრენინგი ჩაუტარდათ
15/01/2019 0 ნახვა

 

 

 

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, 5-6 დეკემბერს, ქ. თელავში ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველობითი საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შეფასებაში. ტრენინგებზე ჯგუფის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია  საგრანტო კონკურსისა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში სრული განაცხადების მიღება 10 დეკემბერს დასრულდა. განაცხადების მიღების შემდეგ ლაგოდეხის ლაგ-ის მმართველობითი საბჭოს მიერ დაიწყება განაცხადების შერჩევის პროცესი.

ტრენინგები ლაგ-ის მმართველობითის საბჭოს წევრებს პროექტების შეფასების უნარების გაღრმავებაში დაეხმარება, რაც სასარგებლო იქნება მათი მომავალი საქმიანობისთვის და ლაგ-ის მდგრადობისთვის.