ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეებისთვის ტრენინგები დაიწყო
05/07/2021 0 ნახვა

 




ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ტრენინგ-სესიები საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული, საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე ქალებისათვის.

შეგახსენებთ, რომ საგრანტო კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. საგრანტო კონკურსში გამარჯვებისთვის, აპლიკანტმა წარმატებით უნდა გაიაროს კონკურსის ორივე ეტაპი.

მეორე ეტაპზე, ბიზნეს-გეგმის მომზადების მიზნით, საუკეთესო იდეის მქონე  ინდივიდები/ჯგუფები  მონაწილეობას იღებენ CARE-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ბიზნეს-გეგმის შედგენის და ბიუჯეტირების; ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებების; ასევე, მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებზე.

ტრენინგები გაგრძელდება 15 ივლისამდე.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს: საჩხერის მუნიციპალიტეტი (პერევი, ჯრია, ჭურნალი), ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (ორსანტია, კოკი, ხურჩა, რუხი, რიყე, ტყაია), წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (ფახულანი, ფოცხოეწერი, მუჟავა, ჭალე) და გორის მუნიციპალიტეტი (კარბი, მერეთი, ქერე, ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი).

პროექტის სამიზნე რეგიონებში შეირჩევა 10 საუკეთესო ბიზნეს-პროექტის მქონე ინდივიდი/საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც შემდგომ გაეწევათ ტექნიკური დახმარება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ, საჭიროებიდან გამომდინარე.

ტრენინგების დასრულების შემდეგ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ სრული საპროექტო წინადადების განაცხადი, რისთვისაც განმცხადებელმა უნდა ჩამოტვირთოს და შეავსოს საგრანტო განაცხადის ფორმა შემდეგი ვებგვერდებიდან:

www.care-caucasus.org.ge - ქეა კავკასიას ოფიციალური ვებგვერდი;

www.facebook.com/CARECaucasus/?ref=hl - ქეა კავკასიას ფეისბუქ გვერდი.

შევსებული სრული საპროექტო განაცხადის ელექტრონული ვერსია განმცხადებელმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე:

1.      Tamar.Kasrashvili@care.org

ან

2.      Mari.Chanishvili@care.org

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ საგრანტო განაცხადი და სახელი და გვარი (საგრანტო განაცხადი_სახელი გვარი).

სრული საპროექტო წინადადების განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 20 ივლისი, 2021 წ. 18:00 სთ. 

იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო

იხილეთ საგრანტო განაცხადის ფორმა