ვახტანგ ფირანიშვილი
17/12/2013 972 ნახვა


ვახტანგ ფირანიშვილი გამოცდილი მენეჯერია, რომელსაც სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დიდი პრაქტიკა გააჩნია. ის არის გამოკვეთილი ლიდერი და გააჩნია საუკეთესო ტექნიკური უნარ-ჩვევები პროექტების განხოციელების, მონიტორინგისა და შეფასების, გუნდის მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის კუთხით. ვახტანგს აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში და გააჩნია კერძო კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 16 წელზე მეტი გამოცდილება.


ვახტანგს სურვილი აქვს და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიზნე მოსახლეობის განვითარების საქმეში, რათა მათ შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გახდნენ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეები.


ვახტანგს არაერთ პროექტში უმუშავია როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რის შედეგადაც შეიძინა მნიშვნელოვანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლად საარსებო საშუალებების განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სოციალური მეწარმეობა, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციები, თემის განვითარება, ადგილობრივი მმართველობა და რეგიონალური განვითარება.  მას ასევე აქვს პრაქტიკული ცოდნა ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების რისკების აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდით ვახტანგ ფირანიშვილს მისამართზე: vakhtang_piranishvili@care.org.ge