სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD საქართველო)-თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის
06/12/2016 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

                        

                

 

 

 

დონორი: ევროკომისია


პარტნიორები: რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);


ბიუჯეტი: 4 095 315 ევრო


ხანგრძლივობა: იანვარი 2014 - დეკემბერი 2017


დომენები: სოფლის მეურნეობის განვითარება, საბაზრო კავშირები, ქალთა გაძლიერება;


გეოგრაფიული არეალი: ხობი, აბაშა, სენაკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ცაგერი;


სამოქმედო ჯგუფი: სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა, მცირე ფერმერები, ქალები;


მიზანი: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში.

 


ჩვენი პროექტს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული მიზანი გააჩნია: 1) გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ახალი, ფინანსურად მდგრადი კოოპერატივების დახმარებით,  რის შედეგადაც 2) გაიზრდება სოფლის მაცხოვრებლების შემოსავალი და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები.


ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ 4 მიმართულებით ვმუშაობთ:

 


1) ხელს ვუწყობთ კოოპერატივების ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას: ჩვენ დავეხმარებით 60 კოოპერატივს (რომელიც დაახლოვებით 860 მცირე ფერმერს გააერთიანებს), რომ ჩამოაყალიბონ და დახვეწონ ბიზნეს გეგმები. ჩვენ კოოპერატივებს შემდეგი სახის დახმარებას გავუწევთ:


დავეხმარებით, რომ დახვეწონ ბიზნეს იდეები: ანალიზის შედეგად განვსაზღვრავთ, რამდენად რეალურია გეგმა, მოვხაზავთ იმ მომსახურების სფეროებს, რაც უკვე არსებობს ბაზარზე, ან რისი არსებობის საჭიროებაც არსებობს, ჩავუტარებთ ტრენინგებს და ა.შ;


გავუზიარებთ მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკურ ცოდნას: მაგალითად, ნიადაგის და წყლის მენეჯმენტი, კლიმატის შესაფერისი დათესვა/დარგვის მეთოდები და ა.შ.


პირობებს შევუქმნით, რომ ბიზნესი წარმატებით წარმართონ: მაგალოთად, შექმნან მმართველობის გამართული სისტემა, შეიძინონ ბიზნეს ანალიზის და მენეჯმენტის უნარები.


ასევე შევარჩევთ საუკეთესო 43 ფერმერთა გაერთიანებას, მათთვის გამოვყოფთ საშუალოდ 25 000 ევროს ოდენობის დაბრუნებად გრანტს და გავუწევთ ტექნიკურ დახმარებას.

 

2) ვეხმარებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რათა უკეთ დაიცვას მცირე ფერმერების ინტერესები: ჩვენ დავეხმარებით ფერმერთა ასოციაციას, რომ გააუმჯობესოს ორგანიზაციული სტრუქტურა, განავითაროს მდგრადი ბიზნეს მოდელი და აამაღლოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება.


 

3) ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, რათა დაიხვეწოს მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგია: ამ კომპონენტის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან და მივაწვდით განახლებად ინფორმაციას დაარსებული კოოპერატივების საქმიანობის შედეგებზე.  ეს ხელს შეუწყობს სტრატეგიის დახვეწას, გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, და ხელს შეუწყობს  მეტი კოოპერატივის შექმნას, რომელის არსებულ წარმატებულ მოდელს დაეყრდნობიან.

 

4) ვაკავშირებმცირე ფერმერთა გაერთიანებებს  ინვესტორებთან, ვაუმჯობესებთ მათ წვდომას საბაზრო ინფორმაციასთან და წარმოება/გადამუშავების უახლეს მეთოდებთან: ჩვენ შევარჩევთ კოოპერატივების საუკეთესო ბიზნეს იდეებს, განვათავსებთ ჩვენს ვებ-საიტზე და  გავუწევთ შუამავლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან. ამ პროქტისთვის, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მოიზიდავს 300 000 ევროს სოციალური ინვესტორებისა და ფილანტროპებისაგან. გარდა ამისა, შეიქმნება წარმოებასთან დაკავშირებული საბაზრო ფასების მონაცემთა სისტემა, რაც მცირე ფერმერებს ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს. დამატებით, მათ ექნებათ უკეთესი წვდომა ტექნიკური დახმარების მიმწოდებლების ქსელთან.

 

 

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, მცირე ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, საქართველო.