რატომ ვაკეთებთ?

 

ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ხასიათის უსამართლობა ხშირად ხდება გარიყვის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის მიზეზი სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ქეა საერთაშორისო კავკასიაში ეძებს უსამართლობის გადაჭრის გზებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლების ინიციატივებს ეყრდნობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, ვქმნით რა უკეთეს პირობებს მდგრადი განვითარებისთვის.   


ჩვენი საქმიანობა მიმართულია  ქეას სამიზნე მოსახლეობაზე, რომელსაც შეადგენენ ახალგაზრდები, ქალები, სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი და კონფლიქტების ან ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა.  


 ჩვენ მიზნად ვისახავთ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გავზრდით ისეთი ადამიანების პოტენციალს, რომელთა ნიჭი და მისწრაფებები ხელს შეუწყობს სისტემური სოციალური ცვლილებების განხორციელებას.