სამუშაო შეხვედრა შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ
08/12/2016 0 ნახვა

 

 

იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა გააჩნდეთ. მათი ცხოვრების პირობებისა და პოზიციის გაუმჯობესება მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს. დასაქმების შესაძლებლობებისა და მეწარმეობის შექმნასთან ერთად, ქეა თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მმართველობებთან, რათა გაიზარდოს ცნობადობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების, საჭიროებებისა და პოტენციალის შესახებ.


პროექტის "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთი განვითარების სააგენტო აფინანსებს, ქუთაისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ.


შეხვედრის მიზანი იყო იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომელიც შშმ პირებს ეხებათ, ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების გამოცდილებასა და ანალიზზე დაყრდნობით.


შეხვედრას 40-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.