სემინარები ადამიანების უფლებების თემაზე
29/08/2017 0 ნახვა

 

23 -24  აგვისტოს  ქ.აბაშაში, სენაკსა და სამტრედიაში, პროექტის "საქართველოში მცხოვრები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების  შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში გაიმართა სემინარები შემდეგ თემებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა.

 

სემინარებს 44 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის  იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები, ახალგაზრდები, სპეციალური მასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხით დაინტერესებული  პირები.

 

პროექტს " საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ახორციელებს ქეა ჩეხეთი და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) ფინანსური მხარდაჭერით.