სოფლის განვითარების პროექტების ორწლიანი შედეგების წარდგენა
06/10/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

2017 წლის 5 ოქტომბერს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD ფარგლებში გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში". ღონისძიება გახსნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ.

 

კონფერენციაზე სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა: ქეა საერთაშორისო კავკასიაში, მერსი ქორი და ფიფლ ინ ნიდ პროექტების ორწლიანი მუშაობა შეაფასეს, ხოლო ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა ლაგ-ების მიღწევეები და საქმიანობა გააცნეს აუდიტორიას. დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ამოქმედებული სოფლის განვითარების ახალი პროექტების შესახებ.

 

კონფერენციის მონაწილეებმა-საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წამომადგენლებმა, LAG-ების წევრებმა, და მოწვეულმა ექსპერტებმა თავიანთი ხედევბი წარმოადგინეს საქართველოში LEADER მიდგომის დანერგვის და LAG-ების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიების დასასრულს, ხელი მოეწერა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის კომუნიკეს (GALAG) რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.