შეუპოვრობა იმარჯვებს-დარეჯანის ისტორია
29/01/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

დარეჯანი სამკერვალო სოციალური საწარმო "გვირილას" ლიდერია. იგი ასევე, სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაერთიანების თავმჯდომარეა და რაიონში შშმ პირების საჭიროებებს ახმოვანებს. პროექტმა "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" დარეჯანს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება,  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს დაეხმაროს.

 

დარეჯანი დილის 6 საათზე დგება და ყველაფერს ასწრებს - საყიდლებს, საშინაო საქმეებს, შემდეგ კი სამტრედიაში მდებარე სამკერვალო საწარმო „გვირი- ლაში" მიდის ცოტა ადრე, რომ აქ მომუშავე ქალებისთვის საკერავი საქმე წინასწარ მოამზადოს. წინ აქტიური და დამღლელი დღე ელოდება, მაგრამ დარეჯანი ასეთ რიტმს მიჩვეულია - ცხოვრებას ისე- თად იღებს, როგორიც არის, და არასოდეს ნებდება.

 

დარეჯანის დროის უმეტესი ნაწილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ეთმობა. გასაკვირი არ არის, რომ საწარმო „გვირილას" ლიდერია და სამტრედიაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა გაერთიანების თავმჯდომარეც. 1990-იან წლებში დარეჯანმა თავისი საწარმოც გახსნა - შეისყიდა საქსოვი მანქანები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლების ან დაავადებული ქალების დასაქმებისთვის. მანქანები ომის დროს დაუნგრიეს. არაფერი გადარჩენილა. მწარე გამოცდილებამ დარეჯანს ბრძოლა ასწავლა. ის სიტყვები, რომლითაც ქალებს ახლა ამხნევებს, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარეობს და გაფიქრებინებს, რომ შეზღუდული უნარები სინამდვილეში დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს.

 

ბავშვობიდან ვიბრძვი"


დარეჯანი თავადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი იყო. არც სმენა ჰქონდა და ვერც ლაპარაკობდა, სიარულიც უჭირდა. არავის სჯეროდა, თუ რომელიმე უნარი ოდესმე აღმოაჩნდებოდა, თავად დარეჯანის გარდა. მკურნალობდა, მუშაობდა და ცდილობდა, ოცნებები აეხდინა.

 

მე-8 კლასიდან საღამოს სკოლაში გადავედი და კერვის კურსებზე შევედი. როდესაც 19 წლის გავხდი, ცალკე გადავედი საცხოვრებლად. მუშაობა დავიწყე და ბინა ვიქირავე. სულ ვცდილობდი, დამოუკიდებლად მეცხოვრა".


დარეჯანი ამბობს, რომ მის დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში ოჯახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ჩემს მშობლებს არასოდეუთქვამთ - შენ იქ არ წახვიდე, არ გესმის, ვერ ლაპარაკობ". ამან გააძლიერა და მისცა შესაძლებლობა, მომავალში უფრო ადვილად გადაელახა დაბრკოლებები. იყო დაცინვაც და გარიყვაც. რაღაც მომენტში ჩავიკეტე, რადგან კარგად არ შემეძლო სიარული, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია". ახლა დარეჯანი მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებსაც ასე ამხნევებს.

 

 


მე რომ მაქვს გამოცდილება ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, სხვისთვისაც მინდა იგივე"

 

დარეჯანი არ დანებებულა, როდესაც მის შვილიშვილს სიარულის პრობლემა აღმოაჩნდა. ბინაც კი გაყიდა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა მისთვის. ექიმები მეუბნებოდნენ, არაფერი გამოვაომაგრამ მე ვცდილობდი, ხელით დამყავდა სკოლაში, განათლება მივაღებინე, ახლა ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს".

 

დარეჯანი ბევრს დაეხმარა ნორმალური ცხოვრების დაწყებაში, ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფებსაც. იხსენებს: ერთხელ ორი გოგონა მყავდა ფსიქიკური პრობლემებით, რომლებსაც კერვა და ქსოვა ვასწავლე. ძალიან შეიცვალნენ, ახლა ორივეს ოჯახები ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ". როდესაც დარეჯანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანება დააარსა, მისი ორგანიზაცია სწორედ ასეთ უიმედო ადამიანებს აღმოუჩენდა ხოლმე დახმარებას: ვიცი ადამიანები, რომელთაც სიცოცხლე ჩვენი გაერთიანების წყალობით შეუნარჩუნდათ, რადგან ოპერაციების გაკეთებაში დავეხმარეთ".

 

ადამიანები ახლაც ხშირად აკითხავენ დარეჯანს ფსიქოლოგიური დახმარებისთვის, როგორც, მაგალითად, ეს ახალგაზრდა: ხშირად მოდის და მიყვება თავისი შიშების და ემოციების შესახებ. ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ეს მხოლოდ მის გონებაშია. მასაც ესმის". ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ერთადერთი რჩევა, რაც დარეჯანს გააჩნია, არის: იაქტიურეთ, გამოდით სახლიდან და არ დანებდეთ". ვინ, თუ არა დარეჯანმა, იცის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია და ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ ასეთ ადამიანებს ცხოვრების შეცვლაში.

 

 

 

დაწყება ყოველთვის ძნელია, მარამ ერთხელ დაწყებულს ბოლომდე უნდა მიჰყვე"

 

„გვირილა", მცირე საწარმო, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალთა პროგრამის წყალობით დაფინანსდა, დარეჯანის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. საწარმოს დაფინანსების შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომ ქალებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დახმარებოდა. ის ქალების დამხმარე, დამრიგებელი და მეგობარია. დარეჯანის ენერგია ქალებს მუშაობის მოტივაციას უქმნის.

 

"გვირილამ" დარეჯანსაც ბევრი ახალი შესძინა: ვისწავლე თარგის გამოჭრა, რაც ადრე არ ვიცოდი. სტანდარტიზებული სამუშაო ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე ვაკეთებდი". აქ მოსვლით დარეჯანი არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც ამხნევებს, რომ არასოდეს შეწყვიტო მოქმედება, რადგან, რომ გავჩერდე, ავად გავხდებიო, ამბობს თვითონ.

 

დარეჯანი ბედნიერია, რომ „გვირილაში" საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლია. ქალები სწრაფად სწავლობენ და ისიც ამაყობს. შედეგი დაღლილობასაც ავიწყებს და ახალ დღეს „გვირილას" გაუმჯობესებაზე ფიქრით იწყებს.

 

გვეუბნება: „ვფიქრობ, როგორ გავაძლიეროგვირილა". დაწყება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ვიცი,

რომ არ დავანებებ მუშაობას თავს, ბევრი ცვლილება გვექნება და ყველაფერი გაუმჯობესდება."

 

 


პროექტს "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ქეა ახორციელებდა სამტრედიის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტბში, ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.