ახალგაზრდები თემის გაძლიერების შესახებ
12/08/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

„ვცხოვრობ საზღვრისპირა სოფელში, სადაც ქალაქთან შედარებით, ნაკლებია ახალგაზრდების ჩართულობა. მიუხედავად ამისა, რიყეში ბევრი აქტიური ახალგაზრდაა, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ განვითარდნენ. მიხარია, რომ პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მეტად გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ და გახდნენ თავდაჯერებულები, რის შედეგადაც აქტიურად ჩაერთვებიან თემში მიმდინარე პროცესებში და ხელს შეუწყობენ უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას.


ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რიყეში და სხვა სოფლებში შეიქმნას ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები და სხვადასხვა კლუბები. ვფიქრობ, ეს საშუალებას მისცემს სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, მიიღონ ინფორმაცია და განვითარდნენ.


 

მიხარია, ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტი რომ ხორციელდება ჩვენს სოფელშიც. ვფიქრობ, ასეთი პროექტები მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თემის და ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ მნიშვნელოვანი წვილილი.“

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.