ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკურ განვითარებასა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში (JOIN)
21/11/2016 0 ნახვა

დონორი: ავსტრიის განვითარების სააგენტო


პარტნიორები: ქეა ავსტრია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი სომხეთში


ბიუჯეტი: 1 135 200 ევრო   


ხანგრძლივობა: 2011 წლის ნოემბერი - 2014 წლის ოქტომბერი


სფეროები: მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და ეკონომიკური განვითარება


გეოგრაფიული არეალი: საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო  რეგიონები (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი - საქართველო; ლორი, თავუში და შირაქის მარზა - სომხეთი)


სამიზნე ჯგუფი: იზოლირებული მოსახლეობა, ქალები და ახალგაზრდები (16-31)


მიზანი: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ღარიბი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, დაგეგმარების პროცესში ადგილობრივი მმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და კერძო  სექტორი ჩართვას, მათ შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის ინფორმაციის გაცვლას.

 


ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკურ განვითარებსა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში (JOIN) მუშაობ საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში, ათა დაეხმარო სოფლის მცირე შემოსავლიან ოჯახებს გაჭირვების დაძლევაში. JOIN-ის მიზანია გამოაცოცხლოს ადგილობრივი ეკონომიკა, ხელი შეუწყოს  დასაქმებასა და გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის დონე.


აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ადგილობრივ მმართველობებს,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მოიძებნოს  პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზები. პროექტი ეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, რომ ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მდგრადი სექტორების იდენტიფიცირება მოახდინონ და ხელს უწყობს, რომ შეიმუშაონ ღარიბებზე მიმართული განვითარების სტრატეგია. პროექტის მიდგომები ასევე გულისხმობს:


•  ადგილობრივ მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ მუნიციპალური განვითარების გეგმები, რომელიც  ხელს უწყობს მდგრადი სოციო-ეკონომიკური გარემოს შექმნას;

 

•  აგრარულ სექტორში არსებული საწარმოო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზ, რათა გამოიკვეთოს ადგილობრივი ბაზრების  და პროდუქციის წარმოების შესაძლებლობები და შეზღუდვები;  

 

•  მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის საინფორმაციო ცენტრები დაარსება. ცენტრები უზრუნველყოფენ საბაზრო ინფორმაციის გავრცელებას და სოფლად მცხოვრები გაჭირვებულ ოჯახების უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი საწარმოო ღირებულებათა ჯაჭვი ადგილობრივი ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში (როგორიცაა, მაგალითად  სოფლის მეურნეობა); 

 

•  მექანიზმის შექმნა, რომელიც  დააკავშირებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მომუშავე მომუშავე ორგანიზაციებს თუ ფიზიკურ პირებს და ხელს შეუწყობს სოციო-ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლას.


სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სიღარიბის შემცირებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს JOIN-   გრანტებით უზრუნველყოფს, რათა  მოხდეს ადგილობრივი და ტრანს-სასაზღვრო სასოფლო-სამეურნეო და საარმოო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით, პროექტი ასევე მუშაობს, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვაზე.


საკვანძო სიტყვები: სოციო-ეკონომიკური განვითარება; გენდერი; სოფლის მეურნეობა; სამოქალაქო საზოგადოება; სიღარიბის შემცირება; სოფლის განვითარება; საქართველო, სომხეთი.