ვიზიტი სოციალურ საწარმოში ”ჩვენი სივრცე”
21/02/2017 0 ნახვა

18 თებერვალს აგნე იგნატავიცინი, რომელსაც აქვს იდეა შექმნას ლიტვური ონლაინ მაღაზია, სადაც განთავსდება საქართველოდან მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები, ესტუმრა ამხანაგობა „ჩვენი სივრცე"-ს სოციალურ საწარმოს სენაკში. შეხვედრაზე განიხილეს ლიტვის ბაზრის მოთხოვნები „ჩვენი სივრცის" ხელთნაკეთ პროდუქტებზე (სამკაულები, თექის შარფები, ხალიჩები და ა.შ.)

ქალბატონმა აგნემ შეიძინა საწარმოში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დამზადებული თექის თავშლები და ხალიჩები, რომელიც საცდელად გაიყიდება ლიტვაში. ქალბატონი აგნე გეგმავს შექმნას ონლაინ მაღაზია, სადაც ლიტვის მოსახლეობას ექნება საშუალება შეიძინოს ქართული ხელნაკეთი ნივთები, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის იდეაზე იქნება დაფუძნებული.