საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა
15/03/2019 0 ნახვა

 

 






დონორი: 
ევროკომისია, ავსტრიის განვითარების სააგენტო                                                                        

ხანგრძლივობა: დეკემბერი 2018-დეკემბერი 2022


სფეროები:
 სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი

გეოგრაფიული არეალი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო/ზემო სვანეთის რეგიონი



ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) მხარდაჭერით, ქეა, PMC-RC კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს: "საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა" მესტიის მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და მათი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა.

პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების ჩართულობას, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. პროექტი მიჰყვება სოფლის განვითარების ევროპულ LEADER მოდელს. თემზე დაფუძნებული ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ადგილობრივი მონაწილეობით ხორციელდება. ამიტომაც, პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში მხარს დაუჭერს:


-ადგილობრივი პარტნიორობის შექმნას, მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სახით, რომელიც ადგილობრივი განვითარების წამყვანი ძალა იქნება და მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ინტერესებს წარმოადგენს.

-ინკლუზიური და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) შექმნას მონაწილეობითი პროცესის საშუალებით.

-ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გარემოზე მორგებული და მდგრადი სასოფლო და არასასოფლო ინიციატივების წამოწყებას ან გაფართოებას, რომლებიც ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეესაბამება.

-თანამშრომლობას სოფლის განვითარების ქსელებს შორის და გამოცდილების გაცვლას ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში, LEADER მიდგომის გასავრცელებლად, და ინოვაციური მიდგომების განხორციელებას მთის რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის.