კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიისა და აჭარის რეგიონში სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება
12/08/2020 0 ნახვა

 

 

 

 

 

             



ხანგრძლივობა: ივლისი 2020 - დეკემბერი 2020

დონორი: ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გეოგრაფიული არეალი: აჭარისა და გურიის რეგიონები

სამიზნე ჯგუფი: აჭარისა და გურიის რეგიონების პირველადი და მეორადი ჯანდაცვის დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

საბოლოო ბენეფიციარი: აჭარისა და გურიის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა

 

 

2020 წლის 1 ივლისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო 6 თვიანი პროექტი: „სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, ინდივიდუალური დაცვის და მოსახლეობის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების განხორციელება გურიისა და აჭარის რეგიონებში კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ".

 

პროექტის მიზანია პირველადი და მეორადი ჯანდაცვის დაწესებულებების და სამედიცინო პერსონალის  შესაძლებლობების გაზრდა  COVID19-ზე  ეფექტური რეაგირების და  დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის და გურიის რეგიონებში.

 

პროექტის ამოცანები:

 

  • პროექტი გააძლიერებს ჯანდაცვის ცენტრებისა და მათი პერსონალის შესაძლებლობებს, როგორც ინდივიდუალური დაცვის, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიმართულებით, რათა ჯანდაცვის მუშაკები გახდნენ მოსახლეობის საიმედო წყარო COVID19-სგან დასაცავად.

 

  • ქეა ჩეხეთსა და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში"-ს შორის მჭიდრო კოორდინაციით, პროექტი მიაწოდებს ჯანდაცვის ცენტრებს საჭიროებაზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ დამცავ საშუალებებს და მისცემს სპეციალურ რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მითითებების საფუძველზე.

 

  • პროექტი უზრუნველყოფს საავადმყოფოების ინფორმირებულობას ორგანიზაციული და ტექნიკური პროცედურების შესახებ, COVID19-ის პრევენციის მიზნით.

 

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (ბროშურები, ვიდეო რგოლები, სოციალური და რეგიონალური მედია) პროექტი გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის და მოწყვლადი ჯფუფების ხელმისაწვდომობას უსაფრთხოების ზომების დაცვის და რისკების კომუნიკაციის შესახებ.

 

პროექტს ახორციელებს „ქეა საერთაშორისო კავკასიაში" ქეა ჩეხეთთან  და ადგილობრივ პარტნიორთან,  „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი"-თან ერთად.

 

პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან, უწყებათაშორის ორგანოებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან,  რათა საქმიანობები სრულად შეესაბამებოდეს  ეროვნულ ან რეგიონულ სტრატეგიებს.

 

საინფორმაციო ბროშურა COVID-19 ვირუსის პრევენციისთვის