პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდები კაზრეთის, მუჟავას, რიყესა და მერეთის თემებიდან დაესწრნენ სამ-დღიან მონაწილეობითი სწავლისა და მოქმედების (PLA) ტრენინგს
28/10/2021 0 ნახვა

 

 

 

2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში, ახალგაზრდები კაზრეთის, მუჟავას, რიყესა და მერეთის თემებიდან დაესწრნენ სამ-დღიან მონაწილეობითი სწავლისა და მოქმედების (PLA) ტრენინგს, რომლის დახმარებითაც გამოავლინეს თავიანთ თემებში არსებული მდგომარეობა, გაანალიზეს თემის საჭიროებები და შესაძლებლობები.

 

 

ტრენინგები ჩატარდა ირის ჯგუფთან თანამშრომლობით, რომლებსაც უძღვებოდნენ მისი აქტიური და კვალიფიციური ფასილიტატორები.

 

 

საერთო ჯამში, ტრენინგენს 58 ახალგაზრდა დაესწრო სამიზნე თემებიდან. გიზიარებთ, ერთი-ერთი მონაწილის, მარიამის შეხედულებას ტრენინგების შინაარსსა და პროცესზე:

 

 

 „პირველ რიგში, ტრენინგები იყო განსხვავებული, მრავალფეროვანი და მრავლის მომცემი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც     ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი სათემო აქტივიზმში ჩართული და მქონდა ინფორმაცია გარკვეულ საკითხებზე, ტრენინგის შემდეგ   ფასილიტატორების დახმარებით, უკეთ გავიაზრე ჩემი როლი თემში, მივხვდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ჩართული იმ თემის   განვითარების პროცესში სადაც ვცხოვრობთ.  ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი  იყო ჩემთვის სესია ადამიანის უფლებების შესახებ,   ვინაიდან ხშირად არ გვაქვს ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე და იმ ძალაუფლებაზე, რასაც რეალურად ვფლობთ. საბოლოოდ რომ შევაჯამო,   ტრენინგები ნამდვილად სასარგებლო და ინფორმაციული იყო ჩემთვის."

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.