რასთან ასოცირდება ახალგაზრდებისთვის მშვიდობას და უსაფრთხოებას?
07/02/2022 0 ნახვა

 





ახალგაზრდები მერეთის თემიდან


ლელა ჯავახი - სულის სიმშვიდესთან - როცა ღამით ვიძინებ ჩემი სული შფოთავს, რადგან საფრთხეში ვარ ოკუპაციის გამო. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვიაზრებ ომის მნიშვნელობას და გავლენას. სულ მეფიქრება, რომ შეიძლება დავიძინო და უცებ რამე მოხდეს. ეს იმდენად გამჯდარი მაქვს, რომ სოფლის გარეთ როცა ვარ, მაშინაც მაწუხებს შფოთვები.

 

ქეთი გორგიშელი - მშვიდობა და უსაფრთხოება ჩემთვის განუყოფელია და ერთმანეთს ავსებს. ასოცირდება შიშის გარეშე ცხოვრებასთან, ჰარმონიასთან, ოჯახთან, ერთიანობასთან.

 

მარიამ გაბლიშვილი - უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, სტრესის, შიშის, დაძაბულობის გარეშე. მეორე დღის გათენების შიში რომ არ აქვს ადამიანს და, როცა ახალი დღე აბედნიერებს.

 

ნიკა ჯავახიშვილი - იმ საქმის კეთებასთან, რომელიც გვიყვარს და მოგვწონს.

 

ახალგაზრდები რიყის თემიდან


საბა ჭიჭინაძე - დღეს, ჩემთვის მშვიდობა და უსაფრთხოება კოვიდის არ არსებობაა.

 

ნიკუშა ჯიქია - მშვიდობა და უსაფრთხოება, ერთი მეორის გარეშე არაა ჩემთვის სრულფასოვანი. მშვიდობა ჩემთვის ასოცირდება ყველაფერ იმასთან, რაც საფთხეს არ გვიქმნის ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

 

ლიზი შენგელაია - უსაფრთხოდ ვარ, როცა დაცულია ჩემი თავისუფლება და უფლებები.

 

მარიამ გოგია - ჩემს მომავალ პროფესიასთან - პოლიციასთან.

 

ცოტნე გოგია - საცხოვრებელ ადგილთან, სადაც თავისუფლება, თანაასწორობა, მდგრადობა, სტაბილურობა, სრულყოფილება და განათლება ქმნიან მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოს.

 

ახალგაზრდები კაზრეთის თემიდან


ნელიკო ღამბარაშვილი - საზოგადოებასთან, სადაც არ ხდება  კონფლიქტი, უთანხმოება, ჩხუბი და ძალადობა.  უსაფრთხოდ შეიძლება გრძნობდე თავს სკოლაში, ბაღში, სამსახურში, სახლში თუ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია უსაფრთხობა ძალადობის შემთხვევაშიც.

 

ლიზი ელიზბარაშვილი - მშვიდობა არის იქ, სადაც არ არის კონფლიქტი, მათ შორის სამხედრო ძალადობაც. როცა უსაფრთხოდ ვარ, მაშინ ვგრძნობ თავს მშვიდად.

 

თიკო ასლანიშვილი - შიდა და გარე კომფლიქტის არ არსებობასთან და ასევე, აზრთა ერთობლიობასთან - როდესაც ყველას აზრი მისაღებია, თუნდაც განსხვებული.

 

ახალგაზრდები მუჟავას თემიდან


მარიამ ლემონჯავა - გარემოსთან, სადაც ყოველი ადამიანი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, სადაც სხვადასხვა წინააღმდეგობების გადასალახად არასაომარი მეთოდები გამოიყენება.

 

ანა არქანია - მხარდაჭერასთან, მეგობრობასთან და თანადგომასთან.

 

გვანცა ფიფია - პირველ რიგში, ქვეყნის  უსაფრთხოებასთან და პოლიტიკურად მდგრად, ჩამოყალიბებულ საზოგადოებასთან. ამასთან, მშვიდად ვარ მაშინ, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები თავს კარგად გრძნობენ.

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.