მალხაზ ადეიშვილი
17/02/2014 763 ნახვა


მალხაზ ადეიშვილი არის გარემოს დაცვის სპეციალისტი ამ სფეროში  მუშაობის 17 წლიანი გამოცდილებით. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და პოლიტიკაში, რომელიც მან მიიღო სამრეწველო გარემოსდაცვითი ეკონომიკის საერთაშორისო ინსიტუტში (ლუნდი, შვედეთი). კარიერის მანძილზე იგი მართავდა საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. მალხაზს აქვს ღრმა ცოდნა გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების, როგორიც არის კლიმატური ცვლილება, მიწის დეგრადაცია, საერთაშორისო წყლები და ა.შ.  იგი არის ექსპერტი გარემოს დაცვის ეკონომიკაში. ის ერკვევა ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკაში და შეუძლია გააკეთოს ევროკავშირის გარემოსდაცვითი დირექტივების და გარემოსდაცვითი მართვის სისტემების შედარებითი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფო გარემოსდაცვით კანონომდებლობასთან და მართვის სისტემებთან. იგი მაღალ დონეზე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.


მალხაზ ადეიშვილი მოტივირებულია, პოლიტიკისა და პროექტების შემუშავების და განხორცილების მიზნით იმუშაოს ადგილობრივ თემებთან, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელობებთნ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დონორებთან, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების დონე  ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და მართვის გზით.


მალხაზ ადეიშვილი მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში სხვადასხვა დეპარტემენტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი ეკონომიკის და პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელად. იგი მართავდა საქართველოს პირველი სახელმწიფო გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის შემუშავების პროცესს. მალხაზ ადეიშვილი იყო ეროვნული კოორდინატორი რიგ პროექტებში საქართველოსა და კავკასიაში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც ფინანსდებოდა საერთაშორისო დონორების მიერ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), ეკონომუკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ევროკავშირი (EU). იგი ასევე იკავებდა ეროვნული კოორდინატორის თანამდებობას UNDP/GEF-ის მიერ განხორციელებულ პროექტში, რომელიც ეხებოდა საქართველოს შესაძლებობის განვითარების საჭიროებების გამოვლენას და შესაძლებლობების ზრდას გლობალურ გარემოს დაცვის თვალსაზრისით. მალხაზ ადეიშვილი მუშაობდა ექსპერტად რიგ პროექტებში, რომლებიც უკავშირდებოდა გარემოს დაცვის მიზნით ეკონომიკური ინსტრუმენტების შემუშავებას და ეკოსისიტემების სერვისების ეკონომიკური ღირებულების დადგენას.

 


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით მალხაზ ადეიშვილს მისამართზე: malkhaz_adeishvili@care.org.ge