საქართველოს მდინარის აუზებში ინტეგრირებული ბუნებრივი რესურსების მართვა (INRMW)
21/11/2016 0 ნახვა

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო; განმახორციელებელი ორგანიაზაციები: ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქეა საერთაშორისო; ვინროქ საერთაშორისო; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN); UNESCO-IHE

ბიუჯეტი: 2 438 166 ამერიკული დოლარი

ხანგრძლივობა: 2010 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ოქტომბერი

სფეროები: კარგი მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა

გეოგრაფიული არეალი: რიონის (დასავლეთ საქართველო) და ალაზანი-იორის (აღმოსავლეთ საქართველო) მდინარეთა აუზები.

სამიზნე ჯგუფი: ქალები, ახალგაზრდები (16-31)

მიზანი:  მოსახლეობის ამჟამინდელი  და მომავალი ცხოვრების გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების, მათ შორის  წყლის, ნიადაგის, მცენარეებისა და ეკოსისტემის უკეთ გამოყენებისა და მართვის მეშვეობით.



საქართველოს ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენება იწვევს წყლის ხარისხის დეგრადაციას, ნიადაგის ეროზიასა და მეწყერების გახშირებას. საქართველოს მდინარის აუზებში ინტეგრირებული ბუნებრივი რესურსების მართვა მოიცავს ღონისძიებებს ორი მდინარის აუზში, რიონსა (დასავლეთ საქართველო) და ალაზან-იორში (აღმოსავლეთ საქართველო). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აუზებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი პოტენციალი სარგებელი მოიტანონ წყლის რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.


პროგრამას GLOWS კონსირციუმში შემავალი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორები ახორციელებენ.  ქეა საერთაშორისო კავკასიაში, შემდეგ  კომპონენტებზეა პასუხისმგებელი:

• საზოგადოების მობილიზება და ჩართვა;

მდინარეთა აუზებში ბუნებრივი რესურსებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების  შეფასება;

პრიორიტეტული სფეროების შერჩევა;

ინტეგრირებული ბუნებრივი რესურსების მართვის გეგმების შემუშავება;

20-დან 40-მდე სათემო ჯგუფისთვიმცირე გრანტების გამოყოფა (10 000- 20 000 ამერიკულ დოლარის ფარგლებში), რათა ხელი შევუწყოთ ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციას და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების  რისკის შემცირებას.


პროექტი საკუთარ გამოცდილებასა და ექსპერტიზას უზიარებს გარემოს დაცვის და სხვა სამინისტროებწარმომადგენლებს, რაც მათ სტრატეგიის შემუშავებასა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებათ.  პროექტის მიერ დაგროვილი გამოცდილების და შემუშავებული მოდელების გამოყენება შესაძლებელია როგორც ბუნებრივი რესურსების მართვის წარმატებული მაგალითი.


საკვანძო სიტყვები: გარემო; ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა; მდგრადი განვითარება; მდინარის აუზები; ეკოსისტემა; კლიმატი; საქართველო.