რატომ უნდა დავაფინანსოთ იდეა?


თუ გსურთ ხელი შეუწყოთ სოციალური  თანასწორობის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში, ქეა გთავაზობთ თანამშრომლობის მოდელს, რომელიც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ ინვესტიცია ჩვენს მიერ მოძიებულ და შერჩეულ იდეაში, რომელსაც ფინანსურ უკუგებასთან ერთად აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პოტენციალი. 


იმ პარტნიორებისათვის, ვისაც სურვილი აქვთ დააფინანსონ ჩვენს მიერ შერჩეული იდეები, ხელმისაწვდომი გახდება ამ იდეების უნიკალური ბაზა, საინვესტიციო შესაძლებლობების ნუსხა და  ქეას მიერ სამხრეთ კავკასიაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილი ცოდნა. დამატებით, დაფინანსების აღნიშნული სქემა ინვესტორებს საშუალებას აძლევს  მოგების მიღებასთან ერთად ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის სწრაფვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფრო წარმატებულ და  თანასწორ ადგილად გარდაქმნის საქმეში.


ქეა გთავაზობთ იდეებს, რომლებში ინვესტიციის განხორციელებას მოჰყვება როგორც ფინანსური, ასევე სოციალური უკუგება. ქეას მიერ შემუშავებული იდეების შერჩევის მრავალსაფეხურიანი პროცესი განაპირობებს, როგორც ინვესტირების პროცესის სრულ გამჭვირვალობას, ასევე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შემცირებას. გარდა ამისა, აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ინვესტიციისთვის გამოყოფილი თანხების ეფექტურ და მიზანმიმართულ ხარჯვას.

 


ინვესტიციის განხორციელების სასარგებლო მხარეები:



ინვესტირება ჩვენს მიერ მოძიებულ იდეებში საშუალებას მოგცემთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ დადებითი სოციალური ცვლილებების განხორციელებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში;


თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ქეას უნიკალური მონაცემთა ბაზა, სადაც ინფორმაცია წარმოდგენილია ქვეყნების, რეგიონების, სამუშაო სფეროების, სექტორების, მოსახლეობის სამიზნე ჯგუფების და ა.შ. მიხედვით;


ქეა, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად  უზრუნველყოფს შერჩეული იდეების საინვესტიციო წინადადებების სახით ფორმულირებას, რაც გაგიმარტივებთ ინვესტირების განხორციელების პროცესს;


ქეა გთავაზობთ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის, ორგანიზაციული განვითარების, ინვესტიციების მართვის და  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ეყრდნობა;


ქეას მიერ შერჩეულ იდეებში ინვესტირება გთავაზობთ ფინანსურ უკუგებასთან ერთად დამატებითი სოციალური უკუგების მიღების შესაძლებლობას;


ქეას მიერ იდეების შერჩევის და ინვესტიციების მართვის  პროცესი უზრუნველყოფს ინვესტიციის განხორციელების სრულ გამჭვირვალობას და მიზნობრიობას;


ინვესტიციის განხორციელება ფინანსური სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ინვესტორისთვის, არამედ ასევე საშუალებას აძლევს რეგიონის მოსახლეობას ჩაერთონ საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში და გაზარდონ საკუთარი შემოსავალი;


• ქეას მიერ შემუშავებული იდეების შერჩევის მრავალსაფეხურიანი პროცესი განაპირობებს, როგორც ინვესტირების პროცესის სრულ გამჭვირვალობას, ასევე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შემცირებას.