საგრანტო კონკურსი ბიზნესის, სოციალური ინფრასტრუქტურის და გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობისთვის
05/12/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" მეშვიდე ფაზა CDI-7 აცხადებს საგრანტო კონკურსებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
  • სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა
  • გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:

  • ბიზნეს პროექტებისთვის - 29.12.2022;
  • სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის - 20.01.2023.

 

საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს და შეავსოთ შესაბამისი განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია „ქეა კავკასიის" ვებ-გვერდზე: https://www.care-caucasus.org.ge/index.php?m=22&news_id=260

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია".