ჩვენი ხედვა

 

ქეა მიისწრაფის იმედიანი, ტოლერანტული და სამართლიანი სამყარო ჩამოყალიბებისკენ, სადაც სიღარიბე დაძლეულია  და ადამიანები ღისეულად და უსაფრთხოდ ცხოვრობენ.


ქეა საერთაშორისო იქნება ძირითადი მამოძრავებელი ძალა და საუკეთესო პარტნიორი სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. ქეა ყველასათვის იქნება  ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს ადამიანთა ღირსების დასაცავად.

 

 

ჩვენი მისია

 

ჩვენი მისიაა,  დავეხმაროთ კავკასიის ყველაზე ღარიბ თემებში მცხოვრებ მოსახლეობას, რათა მათ ღირსეულად შეძლონ სიღარიბის დაძლევაჩვენს ხელთ არსებული მრავალფეროვანი გამოცდილებისა და რესურსების გამოყენებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინოვაციურ მიდგომებს და ვაძლიერებთ პარტნიორი ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.


გრძელვადიან ცვლილებების განსახორციელებლად ჩვენ შემდეგი მიმართულებებით ვმუშაობთ:

 

  

     ღარიბებზე ორიენტირებული მდგრადი განვითარება;


     მთავრობასთან თანამშრომლობა პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;


კატასტროფების რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვა;



საქმიანობების დაგეგმვის დროს პოტენციური კონფლიქტების ანალიზი;



ძლიერი და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივ შესაძლებლობებისა და რესურსების მობილიზება;



გენდერულ თანასწორობის ხელშეწყობა;



ინოვაციური მიდგომების და სწავლების მხარდაჭერა.



 

ქეას საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და ცდილობს საკუთარი მისიის პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შესრულებას.