ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება
15/02/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „ქეა", ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, აცხადებს საგრანტო კონკურსს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც უპასუხებენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და  ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 

კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციის, სოციალური და არაკომერციული მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირება, და ა.შ.

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ლაგოდეხის ტერიტორიზე ახორციელებენ.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე  მონაწილეობისმსურველებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო იდეები (ინტერესთა გამოხატვა). იდეების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 20 მარტია.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა შეავსოს საგრანტო იდეის ფორმა და წარმოადგინოს ელექტრონული ვერსია, მისამართზე:  Nino.Uglava@care.org  , ან შეავსოს საგრანტო იდეის ფორმა ონლაინ ვებ გვერდზე: www.lagodekhilag.ge; ნაბეჭდი ვერსია კი წარადგინოს მისამართზე: 2700,  ქ.ლაგოდეხი, ზაქათალის ქ.23, ქეა. ხელნაწერი ვერსიები არ მიიღება.

 

საგრანტო ფორმის შევსებასთან დაკავშირებით, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება შეეძლებათ „ქეას" ქ. ლაგოდეხის ოფისში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრები, "ქეა"-ს თანამშრომლებთან ერთად საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას კონკურსის პირობებთან დაკავშირებით. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მალხაზ ტალახაძეს - ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" საველე  კოორდინატორს,  საკონტაქტო ნომერზე: 599 50 34 98

 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.enpard.ge , ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ვებ-გვერდზე: www.lagodekhilag.ge  , „ქეა საერთაშორისო კავკასიაში" ვებ-გვერდსა http://care-caucasus.org.ge/ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) ფეისბუქის გვერდზე (Local Action Group in Lagodekhi - ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი - L A G).

 

პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა"-ს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

 

იხილეთ თანდართული მასალები: