სოციალური მეწარმეობა საქართველოში

 


ორგანიზაცია: ქეა საერთაშორისო კავკასიაში

ქვეყნები: საქართველო და სომხეთი

იდეის მაძიებლები: 64

იდეის მატარებლები: 200+

სოციალური საწარმო: 15+

ინვესტიციების რაოდენობა: 5000$-10000$

პარტნიორები: კერძო და საჯარო ინვესტორები

 



ინკუბაცია და ზრდა

 

ჩვენ გვჯერა მეწარმეობის ძალის, ამიტომ ქეა იყენებს ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნასა და ზრდას სამხრეთ კავკასიაში. პროგრამა მოიცავს მუშაობისა და პარტნიორობის ახალ გზებს, რაც უფრო დიდ გეოგრაფიული არეალს ფარავს და ხელს უწყობს მოწყვლად ჯგუფებში სოციალური საწარმოების მეთვალყურეობისა და სტიმულაციის ნაკლებდანახარჯიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას.


ქეას მიაჩნია, რომ წარმატებული და მდგრადი განვითარების მოდელი დამოკიდებულია ადგილობრივი სოციალური მეწარმეობის აღორძინებაზე, რომელიც წარმოშობს ახალ იდეებს ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კუთხით უსამართლო სოციალური ბალანსის წინააღმდეგ, რაც მარგინალიზაციას, გამოყოფასა და ზიანის მიყენებას იწვევს. სოციალური მეწარმეობის პროგრამა დაფუძნებულია ქეას კვლევაზე სამხრეთ კავკასიაში სოციალური უთანასწორობის შესახებ და წარმოგვიდგენს განვითარების მოდელს, რომელიც ეყრდნობა ხალხის უნარს გააუმჯობესონ თავიანთი თემის მდგომარეობა.


თავისი ფართოდ გავრცელებული ქსელის საშუალებით ქეა იყენებს 64 "იდეის მაძიებლების" სისტემას საქართველოსა და სომხეთის მთელ ტერიტორიაზე. "იდეის მაძიებელნი" არიან პროფესიონალები, რომლებიც პოულობენ და თვალს ადევნებენ იდეების მქონე ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს იდეები, და შეუძლიათ სოციალური ცვლილების მოტანა, თუ ჩვენ მათ იდეებს სოციალურ საწარმოებად გარდავქმნით.


კარგად გამოცდილი მექანიზმის გამოყენებით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ქეა უზრუნველყოფს შერჩეული სოციალური საწარმოების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისა და სოციალური გავლენის შენარჩუნებას. ამ დროისთვის, გააჩნია რა 15 ასამოქმედებლად გამზადებული საწარმო და 200 იდეა, იქმნება შესაძლებლობა მოხდეს პირდაპირი ინვესტირება კომპანიებში ან სოციალურ საწარმოებში განახლებადი ფონდის გამოყენებით.

 

 

სოციალური მეწარმეობა საქართველოში

 

სამხრეთ კავკასია წარმოადგენს უნიკალურ კონგლომერაციას გეოგრაფიული ერთეულების-ქვეყნების სახით და ამასთან მოიცავს თვითგამოყოფილ ერთეულებს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუდმივი არეულობის გამომწვევი მიზეზია. კონფლიქტების, სიღარიბისა და სასოფლო-სამეურნეო ადგილების დეგრადაციის შედეგად ჩამოყალიბდა სოციალური უთანასწორობა, რომელიც ყველაზე მეტად ჩაგრავს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, ახალგაზრდობას და ქალებს. სოციალური საწარმოები სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა, რომელიც ღატაკ მოსახლეობაში წარმოების სტიმულაციით და მათი თემის სოციალური საჭიროებებისკენ მიმართვით განხორციელდება.

 

სტრატეგია

 

პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

 

იდეის მაძიებლები: პარტნიორების უნიკალური ქსელი, რომლებიც წარმატებით პოულობენ საუკეთესო იდეებს ორი ქვეყნის მოსახლეობის მოწყვლად ნაწილში.

 

მეთვალყურეობის სისტემა და ბიზნეს შემოთავაზებები: იდეების ხელშეწყობისა და ბიზნეს შემოთავაზებების შექმნის ეფექტური მეთოდი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების გამოსაწვევად.


სოციალური ინვესტიციები: გარკვეული დროის შემდეგ თითოეული საწარმო მოგების 20%-ის ინვესტირებას ახდენს სოციალური საჭიროებებისთვის.

 

სოციალური ცვლილებები: სოციალური საწარმოები თავიანთი ქმედებებით ემსახურება დაუცველ მოსახლეობას და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

 

უნარების განვითარება: იდეების ნახვის შემდეგ მეწარმეებს უტარდებათ ბიზნეს და ორგანიზაციული მომზადება, რომელიც მათ ეფექტური ბიზნეს-გეგმის დაწერაში ეხმარებათ. საუკეთესო ბიზნეს შემოთავაზებების შერჩევის შემდეგ ისინი გადიან შემდგომ ტრეინინგს სოციალური საწარმოს ტექნიკური ასპექტების შესახებ.

 

შუამავლობა: პროგრამა ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას ამოარჩიონ სოციალური საწარმოები, რომელში ინვესტირებაც სურთ.

 

განახლებადი ფონდი გვთავაზობს სესხებს, სამართლიანობას და გრანტებს. სოციალურ ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ განახლებადი ფონდი, რომლითაც ბიზნესში ინვესტირებას მოახდენენ. მოგვიანებით შემოსავლის ინვესტირება მოხდება სხვა ბიზნესებში ან პირდაპირ ინვესტორს დაუბრუნდება.

 

 

 

ქეა ეძებს


ქეა ეძებს კერძო და საჯარო ინვესტორებს რომელთაც სჯერათ რომ სოციალური მეწარმეობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების შექმნის გასაღებია.

 

ჩამოტვირთეთ ქეას ბროშურა საქართველოში სოციალური მეწარმეობის შესახებ