რას ვაკეთებთ?



ქეა საერთაშორისო კავკასიაში სიღარიბისა და უსამართლობის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ღარიბ მოსახლეობას დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს. ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფია სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს ქვემოთ მყოფი სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. დასახული მიზნის მისაღწევად, ქეა ოთხი მიმართულებით მუშაობს:



მთავრობასთან მუშაობა: სამართლიანი კანონების შემუშავება-განხორციელება და რესურსების სამართლიანად გადანაწილება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, აუმჯობესებს დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობას და გვთავაზობს პრობლემების გადაწყვეტის ახალ, შემოქმედებით გზებს. ცუდი მმართველობის პირობებში ფერხდება ეკონომიკური ზრდა, იმატებს გაჭირვება და იკლებს საზოგადოების განვითარების პოტენციალი. ქეა საერთაშორისო კავკასიაში ცდილობს ხელი შეუწყოს კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ სრულად შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოყენება. ჩვენი მიზანია სახელმწიფო სტრატეგიები მეტად ითვალისწინებდნენ ქალების, ახალგაზრდების და სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესებს.

 


სამოქალაქო საზოგადოება: ქეა საერთაშორისო კავკასიაში ხელს უწყობს განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. ორგანიზაციული და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გზით, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ უკეთესად მოახერხონ სამიზნე მოსახლეობაში ცოდნის გავრცელება, მათთვის უკეთესი სერვისების მიწოდება და მათი საჭიროებების ადვოკატირება. ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიზნად ვისახავთ გავზარდოთ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხებთან მიმართებაში. ასევე, ვცდილობთ სამოქალაქო ორგანიზაციები უფრო ხშირად იყვნენ წარმოდგენილები ადგილობრივ მედია საშუალებებში.

 


კონფლიქტის პრევენცია და უსაფრთხოება: ჩვენი მიზანია შევამციროთ კონფლიქტების საფრთხე და შევქმნათ სოციალური დაცვის სისტემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მედიის მეტი ჩართულობა კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებაში და ამავე დროს ხელი შევუწყოთ რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მექანიზმების შემუშავებას. ადგილობრივ დონეზე, ვეხმარებით ქალებს, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იბრძოლონ მშვიდობისთვის. გარდა ამისა, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მცირე ფერმერების და სოციალური მეწარმეების მხარდაჭერის გზით.

 

ეკონომიკური განვითარება: ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ შესაძლო საბაზრო ჩავარდნები საბაზრო კავშირების შექმნის, ტექნიკური ცოდნის გაზიარების, ეკონომიკის დივერსიფიკაციის და სოფლის მოსახლეობაში ფინანსური კაპიტალის გაზრდის გზით. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებთან, რათა მათი ხელშეწყობით მეწარმეებს გაუდვილდეთ პროდუქციის სამხრეთ კავკასიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ გატანა.

 


ქეა საერთაშორისო კავკასიაში გამოყოფს ოთხ პრიორიტერულ სფეროს, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს სფეროებია: გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვა და კონფლიქტების მოგვარება. აღნიშნული ასპექტების გათვალისწინება ხდება ქეას საქმიანობის ყველა ეტაპზე, იქნება ეს პროექტების დაგეგმვა, განხორციელება თუ შეფასება.