საგრანტო კონკურსი საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოსავლენად
30/03/2017 0 ნახვა

 

 

ქეა ჩეხეთი და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE International in the Caucasus) აცხადებს საგრანტო კონკურსს საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოსავლენად ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ  დაფინანსებული  პროექტის "საქართველოში მცხოვრები  შშმ ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში.


პროექტის მიზანიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების დასაქმებისა და შემოსავლის მომტანი საქმიანობების შესაძლებლობების გაზრდა  სამიზნე მუნიციპალიტეტებში, მათი შესაძლებლობების გაძლიერების და სოციალური საწარმოების დაფინანსების გზით  პრიორიტეტული საჭიროებების შესაბამისად.


პროექტი მიმდინარეობს საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - სამტრედია, სენაკი და აბაშა.


გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს და წარმოადგინოთ საკუთარი იდეები. 

განსაკუთრებულად მოვუწოდებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ქალებს აქტიურობისკენ.

ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო აგრეთვე  ხელმისაწვდომია   სამიზნე მუნიციპალიტეტების გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურებში  და CARE-ს ოფისში ქ. სამტრედიაში (მის: კაკაბაძის 8, ტელ: +995 032 2236020, +995 593 721812).

 


ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმები მიიღება 2017 წლის 28 აპრილის ჩათვლით (არაუგვიანეს 18:00 საათისა) პროექტის ოფისში, მისამართზე: ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქუჩა №8



იხილეთ ბიზნეს-იდეის გაანცხადის ფორმა  და განმცხადებლის სახელმძღვანელო