"საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქეა ჩეხეთი და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში(სამტრედია, სენაკი და აბაშა) მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია სამიზნე ჯგუფის ინფორმირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო ბიზნეს იდეების საგრანტო კონკურსის შესახებ.