2 მაისს ლაგოდეხში ოფიციალურად გაიხსნა ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა „ლაგოდეხის N1 საბავშვო ბაღის ახალი აღჭურვილობა".
ღონისძიებას გახსნა "ქეამ" ლაგოდეხის განვითარების ჯგუფთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით.
ინიციატივა განხორციელდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, რომელსაც „ქეა" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
აღნიშნული პროექტით მოხდა საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა. ბაღს გადაეცა ახალი ავეჯი და საჭირო ინვენტარი.
ღონისძიებაზე ქემა უმასპინძლა მისი აღმატებულება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ტოშიო კაიტანის, ვინაიდან 2016 წელს საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.