საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების
შესაძლებლობების გაზრდა
საგრანტო კონკურსის III ეტაპი - საუკეთესო ბიზნეს გეგმების შერჩევა-გამოვლენა!
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში მცხოვრები შშმ ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპი აპლიკანტებისთვის, რომელთა იდეებიც შერჩეულ იქნა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
ამა წლის 27-29 მაისს შერჩეული იდეის ავტორებს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ჩაუტარდათ სამ დღიანი ტრეინინგი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში(ბიზნეს-პროექტის დაწერა, საწარმოო გეგმის შედგენა, ფინანსური და მარკეტინგული დაგეგმარება და სხვა) პროექტის სამიზნე ტერიტორიაზე.
ბიზნეს გეგმის განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ივნისი, 18 საათი.
იხილეთ ბიზნეს გეგმის განაცხადის ფორმა.