1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოციალურმა საწარმომ „ჩვენი სივრცე" მოაწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სოფელ ძველ სენაკში. გამოფენაზე მოწვეულები იყვნენ სენაკის გამგეობისა და საკრებულოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.
სოციალური საწარმო „ჩვენი სივრცე" დაფინანსებულია პროექტის ,,საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.