17 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი იანოშ ჰერმანი ლაგოდეხს ესტუმრა.
ბატონმა ჰერმანმა დაათვალიერა სოფლის განვითარების ინიციატივები-ENPARD პროგრამით მხარდაჭერილი სათბურები, მოინახულა ლაგოდეხის დენდროლოგიური პარკი, სადაც ხე დარგო. ამავე დღეს, ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა ENPARD-ის პროგრამით დაფინანსებული კიდევ ერთი სოფლის განვითარების ინიციატივა-წიგნების კაფე და ტერასა ლაგოდეხის ნაკრძალში, რომელიც უკვე ელოდება სტუმრებს.
ვიზიტის დასასრულს ბატონ ელჩს "ლაგოდეხის მეგობრის" საპატიო სტატუსი მიენიჭა.


19/06/2017
0 ნახვა
geoinfo@care.org
ნუცუბიძის ქუჩა 14ბ, 0177
(+995 322) 29 13 78 

