ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების კვლევის შედეგების წარდგენა
14/07/2017 0 ნახვა

 

14 ივლისს  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ქეამ და მისმა პარტნიორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა, ENPARD-ის განმახორციელებელი სხვა პარტნიორების (Oxfam, Mercy Corps, People in Need და UNDP აჭარა) ჩართულობით წარმოადგინა ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები.

 

კვლევა ეყრდნობა ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმების და UNDP აჭარის მიერ შეგროვებულ მონაცემებს  და გვთავაზობს 2014-2016 წლებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების საქმიანობის შედეგების შეფასებას.

 

ღონისძიება გახსნეს ქეა საერთაშორისო კავკასიაში მისიის დირექტორმა, გიორგი ღლონტმა, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშემ, კრისტინა კასელამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილემ, გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ხუცაიძემ.

 

კვლევის შედეგები ISET-ის უფროსმა მკვლევარმა, ირაკლი კოჭლამაზაშვილმა წარმოადგინა.

 

კოოპერატივების წლიური გამოკითხვა 254 კოოპერატივში ჩატარდა. სხვა მონაცემებთან ერთად კვლევაში მოცემულია ინფორმაცია კოოპერატივების საქმიანობის სფეროების, ძირითადი წარმოებული პროდუქტების, მათ მიერ გამოყენებული გრძელვადიანი აქტივების, ასევე ინფორმაცია კოოპერატივების განვითარების ტენდენციების შესახებ.

 

მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ კოოპერატივების გამოკითხვის შედეგები და კვლევის ძირითადი შედეგები