28-29 ივლისს ქეას რეგიონულმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ კავკასიაში, ქალბატონმა ჰოლი სოლბერგმა, რომელიც ქეა კავკასიის ოფისს გასულ კვირას სტუმრობდა, დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები და სოციალური საწარმოები დაათვალიერა.
28 ივლისს ქალბატონმა ჰოლიმ მოინახულა ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი კოოპერატივები ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში-კოოპერატივი „გურიის თხილი", ღვინის კოოპერატივი "კობიძეების მარანი" და მარწყვის კოოპერატივი „ელექსირი".
29 ივლისს, ჰოლი სოლბერგი ესტუმრა პროექტის "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებს. მან მოინახულა საწარმოები "ჩვენი სივრცე"(ხელთნაკეთი ნივთები), "აგროკოლხიდა"(დაფნის ფოთლის გადამუშავება) და შშმ ქალთა ასოციაცია "გვირილა"(სამკერვალო) სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. ბენეფიციარებთან შეხვედრისას განხილულ იქნა არსებული შედეგები, წარმატებული ისტორიები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები .
პროექტს "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.