ბიზნეს-გეგმების კონკურსი პროექტში „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ მხარდაჭერილი კოოპერატივების გასაძლიერებლად
12/09/2017 0 ნახვა

 

 

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული  განვითარების  ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლა (ISET) ერთობლივად აცხადებენ ახალ კონკურსს, პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" მიერ უკვე მხარდაჭერილი კოოპერატივების გასაძლიერებლად. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU), მისივე პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD - საქართველო) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

 

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ კოოეპრატივებს. კონკურსის მიზანია პროექტის ბენეფიციარი კოოპერატივების დახმარება ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორებიცაა

 

(I) ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, დამატებითი ღირებულების შექმნით, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელებითაც.

 

(II) ინოვაციების დანერგვა საწარმოო პროცესში, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ბიო წარმოებასაც.

 

(III) დივერსიფიცირებული ბიზნესების, მათ შორის აგრო და ეკოტურიზმის, განვითარება.

 

(IV) არსებული საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასაც.

 

 

აღნიშნული კონკურსის გამოცხადება/განხორციელება შესაძლებელი გახდა ბენეფიციარი კოოპერატივების მიერ დაბრუნებული თანხების წყალობით. კოოპერატივები გააგრძელებენ პროექტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულების უკან დაბრუნებას, რაც ფონდის ჩამოყალიბების/დაარსების საშუალებას იძლევა.  ფონდი ფინანსურ დახმარებას გაუწევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ოპერირებას გააგრძელებს პროექტის დასრულების შემდეგ და შესაძლებლობას მისცემს ბენეფიციარ კოოპერატივებს მომავალშიც  მიიღონ დამატებითი ფინანსური დახმარება.

 

 

განმცხადებელმა ბიზნეს გეგმის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოს  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tkakulia@rda.ge 2017 წლის 27 სექტემბრის (ოთხშაბათი) 18:00 საათამდე.

 

იხილეთ ბიზნეს გეგმის სააპლიკაციო ფორმა და განაცხადის შევსების სახელმძღვანელო.