2017 წლის 6 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიხსნა საკვები მრეწველობის პროდუქციის, ბალტიისპირეთში ყველაზე მსხვილი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Riga Food 2017", რომელიც 9 სექტემბრამდე გაგრძელდა. გამოფენა ტრადიციულად გახსნა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.
წელს, გამოფენაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 37 ქვეყნის 715 კომპანიამ. აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 15 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის თხილის მწარმოებელი კომპანია: კოოპერატივი „სოფლის იმედი", რომელიც დააფინანსა ქეამ ENPARD (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა) პროგრამის ფარგლებში. ქართული სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი იყო.
ქართულმა დელეგაციამ ქართულ სტენდთან უმასპინძლა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავს, რომლებმაც დააგემოვნეს ქართული პროდუქტები და წარმატება უსურვეს ქართულ კომპანიებს ლატვიის და ბალტიის ქვეყნების სხვა ბაზრებზე.
თხილის მწარმოებელმა კოოპერატივმა „სოფლის იმედი" გამოფენაზემნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც გამოიკვეთა პოტენციურ პარტნიორთა ვრცელი სია ლატვიიდან, სხვა ბალტიისპირების ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, მოლდავეთიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან. მოლაპარაკების პროცესი მალე რეალურ გაყიდვებად გარდაიქმნება.