პროგრამა Students Rebuild იწყებს ახალ პროექტს ქეასთან, Search for common ground-თან და Global Nomads Group-თან ერთად
22/09/2017 0 ნახვა

 

 

 

 

21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, პროგრამა Student Rebuild, რომელიც ფონდ Bezos Family Foundation-ს ეკუთვნის და რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართვას მსოფლიოს ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად, იწყებს ახალ გამოწვევას, ორგანიზაცია ქეასთან (CARE), Search for common ground და Global Nomads Group-თან პარტნიორობით. გამოწვევის მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, დაიწყონ ფიქრი და მოქმედება ურთიერთგაგების, თანაგრძნობისა და მშვიდობის დამყარებისთვის.

 

 

მსოფლიოში 7.5 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თითოეული მათგანი გამორჩეულია თავისი ისტორიით, გამოცდილებითა და ხასიათით. ჩვენი ცხოვრების წესი-ის თუ რითი ვიკვებებით, ვიმოსებით, თუ რისი გვწამს ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.  როდესაც თავს უგულებელვყოფთ განსხვავებების არსებობას ჩვენს შორის, ურთიერთგაგების ნაცვლად, ერთმანეთს ვშორდებით. ეს  მცირე და დიდი მასშტაბის მოვლენებით გამოიხატება, დაწყებული სკოლაში ჩაგვრით, თემებს შორის დაპირსპირებით, დამთავრებული სამოქალაქო ომებით მსოფლიოს ქვეყნებში.

 

 

„განსხვავებები გვეხმარება, განვსაზღვროთ ვინ ვართ ჩვენ, ეს კარგი ნიშანია. ჩვენს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, აუცილებელია ახალგაზრდები დაუკავშირდნენ თანატოლებს, რომლებიც მათგან განსხვავდებიან, ისწავლონ ერთმანეთისგან და თვალსაწიერი გაიფართოვონ"-ამბობს ჯეკი ბეზო, Bezos Family Foundation-ის პრეზიდენტი. პროგრამა "Students Rebuild" დაფუძნებულია იდეაზე, რომ ახალგაზრდა ადამიანებს აქვთ იმის ძალა და სურვილი, რომ მოახდინონ დადებითი და ხანგრძლივი ცვლილებები და თავიანთი წვლილი შეიტანონ უფრო განათლებული და თანასწორი სამყაროს შექმნაში".

 

 

„ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაგების მიღწევა აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად ისეთ თემებში, რომლებიც წარსულში კონფლიქტებითა და სამოქალაქო ომებით გამოირჩეოდა". ამბობს მიშელ ნანი, ქეას (CARE) პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი. Facing Difference გამოწვევის საშუალებით ქეა შექმნის ახალგაზრდულ კლუბებს და ჩაატარებს კონფერენციებს, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ისწავლონ ერთმანეთისგან და გადაკვეთონ ის, რაც ერთმანეთს აშორებთ".

 

 

„ერთად მუშაობის დროს, ჩვენმა განსხვავებებმა შესაძლოა ახალი იდეების წარმოშვას და  ყველაზე რთული პრობლემები გადაწყვეტაში დაგვეხმაროს. ახალგაზრდები მთავარ როლს თამაშობენ უფრო უსაფრთხო და ნაყოფიერი საზოაგდოების ჩამოყალიბებაში-არა მარტო მომავლისთვის, არამედ დღესაც". ამბობს შამილ იდრისი, პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ორგანიზაციაში Search for common ground. „მოუთმენლად ველოდებით Students Rebuild პროგრამასთან მუშაობას, რათა შევძლოთ ნიგერიელი ახალგაზრდებისთვის ნდობისა და  შესაბამისი უნარების განვითარება, იმისთვის, რომ თავიანთ თემებში სამშვიდობო პროექტები განახორციელონ".

 

 

გამოწვევაში მონაწილე ახალგაზრდები ჩაერთვებიან  პროგრამებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშში, და შრი-ლანკასა და ნიგერიაში. ეს მათ კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებაში დაეხმარება.

 

 

სამხრეთ კავკასია: სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ქეა იმუშავებს იმისთვის, რომ მიაღწიოს მეტ ურთიერთგაგებას იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც კონფლიქტებით და სამოქალაქო ომების შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ამ გამოწვევით ქეა შექმნის ახალგაზრდულ კლუბებს და ჩაატარებს ახალგაზრდულ კონფერენციებს, სადაც  სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის გოგონებსა და ბიჭებს შესაძლებლობა მიეცემათ ერთმანეთისგან ისწავლონ და დაახლოვდნენ. ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მცირე გრანტებს თავიანთ თემებში სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად.

 

 

შრი-ლანკა: 30 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, შრი-ლანკელ ახალგაზრდებს ომის შედეგად დაზარალებული თემებიდან, ესაჭიროებათ დახმარება იმისთვის, რომ გადალახონ განსხვავებები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის. გამოწვევით, ქეა ერთად შეკრებს ეთნიკურად და გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ ბიჭებსა და გოგონებს, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში YOUth Create, სადაც გამოიყენებენ ვიზუალურ/საშემსრულებლო ხელოვნებას, ომის შემდგომი დაყოფის გადასალახად, მრავალფეროვნების ხელშესაწყობად და ურთიერთგაგების დასამყარებლად.

 

 

Facing Difference გამოწვევაში, რომელიც განსხვავებულობის მიღებას და დაფასებას გულისხმობს, მონაწილეობა ძალიან ადვილია: დაფიქრდი თუ რითი ხარ გამორჩეული-იფიქრე შენს კულტურაზე, წარმოშობაზე, ენაზე და შენს ხასიათზე, და იმაზე, თუ როგორ გხდის ეს ყველაფერი განსაკუთრებულს, შექმენი ავტო-პორტრეტი, რომელშიც შენი გამორჩეულობა აისახება. თითოეული პორტრეტისთვის Bezos Family Foundation გარკვეულ თანხას გაიღებს-სულ 600 000 დოლარს, რომ მხარი დაუჭიროს ქეას (CARE) და Search for Common Ground მიერ პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს ახალგაზრდებს დაამყარონ ურთიერთგაგება და მშვიდობა.

 

დამატებითი ინფორმაცია გამოწვევის შესახებ იხილეთ აქ.

 

 

 

Students Rebuild პროგრამის შესახებ:


Students Rebuild არის თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც Bezos Family Foundation ახორციელებს. პროგრამა 2010 წლის იანვარში შეიქმნა, ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პასუხად. ამ დრომდე პროგრამამ მოახერხა ათიათასობით ახალგაზრდის მობილიზება მსოფლიოს თითქმის 80 ქვეყნიდან და აშშ-ს ყველა 50 შტატიდან. გამოიყო 4 მილიონზე მეტი ისეთი პროექტებისთვის, როგორებიც არის: სკოლების აღდგენა ჰაიტიზე, კატასტროფებისგან მიყენებული ზარალის აღდგენა აზიაში, შინამეურნეობების მხარდაჭერა აფრიკაში, სირიელი ახლაგაზრდების დახმარება, და სიღარიბეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა. ჩვენი გამოწვევების საშუალებით, ვცდილობთ მივწვდეთ მსოფლიოს ყველაზე რთულ პრობლემებს, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადაწყდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველ ახალგაზრდას შეუძლია დაეხმაროს სხვებს-მაგრამ ყველას არ აქვს ამისთვის ფულის მოძიების შესაძლებლობა. ჩვენი გამოწვევებისთვის საჭიროა ახალგაზრდებმა შექმნან უბრალო, სიმბოლური ნივთები, რომელსაც ფონდი დაფინანსებასთან დააკავშირებს. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის, წარმომავლობის და მსოფლიოს ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაიწყონ მოქმედება და დაინახონ ცვლილებები. http://studentsrebuild.org

 

 

ქეას შესახებ:

ქეა წამყვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც 1945 წელს დაარსდა სიღარიბესთან საბრძოლველად. ქეა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღარიბ გოგონებთან და ქალებთან მუშაობას, რადგან, შესაბამისი რესურსების ქონის პირობებში, მათ შესწევთ ძალა ამოიყვანონ თავიანთი ოჯახები და თემები სიღარიბიდან. გასულ წელს, ქეამ იმუშავა მსოფლიოს 94 ქვეყანაში და მიაღწია 80 მილიონზე მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.care.org.