ENPARD კოოპერატივების გაცვლითი ვიზიტი სამეგრელოსა და გურიაში
28/10/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

28-29 სექტემბერს, ENPARD „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" პროგრამის ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ დაფინანსებულმა კოოპერატივებმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონში უმასპინძლა ENPARD პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია Mercy Corp-ის მხარდაჭერილ კოოპერატივებს. აღნიშნული ტური მოეწყო ENPARD-ის კონსორციუმის მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში, რომლის მიზანია შესაძლებლობების გაზრდა  და კავშირების დამყარება ENPARD-ის  სხვა წარმომადგენლებთან სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვის მიმართულებით.

 

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კავშირების გამყარება ფერმერებს შორის სხვადასხვა სექტორსა და რეგიონში, და მათ შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. მთლიანობაში, სტუმრებმა მოინახულეს ქეას მხარდაჭერილი ექვსი კოოპერატივი: „ხორგის სათბურები", „ლაიტი" და „ოცნება" სამეგრელოდან, რომლებიც ბოსტნეულს, სიმინდის ფქვილს და მეფუტკრეობის სექტორს მისდევენ, და კოოპერატივები: „ჩიბათი", „ნერგები" და „კობიძეების მარანი" გურიიდან, რომლებიც მუშაობენ ჩაის, სანერგე მეურნეობისა და მევენახეობის მიმართულებით.

 

კოოპერატივებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ თავიანთი წარმოება და კოოპერატივების მართვის სისტემები, ასევე გაეზიარებინათ მიღწევები  ENPARD  პროგრამის ფარგლებში. კოოპერატივის წევრებმა ისაუბრეს მათ ზოგად საქმიანობაზე, ტექნოლოგიურ პროცესებზე, რომელიც წარმოებას უძღვის წინ, ინოვაციებსა და თავიანთი პროდუქტების გამორჩეულ მახასიათებლებზე.

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში პროექტს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" ახორციელებს საქართველოს სამ რეგიონში-გურიაში, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთში. პროექტის განხორციელების ოთხი წლის მანძილზე, ქეამ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 50 კოოპერატივს სხვადასხვა სექტორებიდან. მთლიანობაში ქეამ მოიცვა 3000 ფერმერზე მეტი საინფორმაციო კამპანიების შედეგად და ჩაატარა ტრეინინგები ბიზნეს, მართვის, და ტექნიკური უნარების განვითარებისთვის, 128 კოოპერატივისა და ფერმერთა ჯგუფისთვის, რითაც 1000-ს მეტ ფერმერს მიეცა თავიანთი შესაძლებლობების გაძლიერების საშუალება.