თბილისში პროექტ "მეგობრობის ხიდის" პირველი ახალგაზრდული რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
20/11/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

18-19 ნოემბერს, პროგრამა Students Rebuild და ქეას Facing Difference გამოწვევისა და პროექტ "მეგობრობის ხიდის" ფარგლებში, ჩატარდა პირველი რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია, რომელმაც შეკრიბა 16 მოსწავლე სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ერთმანეთს გააცნობდა ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დაეხმარებოდა კავშირების დამყარებაში.

 

პირველ დღეს, ახალგაზრდებმა  წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები საკუთარი ქვეყნებისა და თემების შესახებ. ისაუბრეს იმ ტრენინგების შესახებ, რაც მათ ჩაუტარდათ პროგრამის ფარგლებში და ახალგაზრდულ საქმიანობაზე თავიანთ თემებში. პრეზენტაციები დაეხმარა სტუდენტებს უფრო მეტი გაეგოთ სხვადასხვა კულტურების შესახებ და დაეფასებინათ თითოეულის უნიკალურობა.

 

   

 

დღის განმავლობაში, მონაწილეებმა საკუთარი თემების მაგალითზე, წარმოადგინეს იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდული ცხოვრების გაუმჯობესება . მოსწავლეებმა განიხილეს თავიანთი თანატოლების მთავარი პრობლემები და საჭიროებები. განხილვების დროს, მათ ბევრი საერთო და განსხვავება აღმოაჩინეს და ისაუბრეს მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, ერთობლივი ინიციატივების საშუალებით.

 

   

 

მომდევნო დღეს, ახალგაზრდები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვნენ, მოინახულეს სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი და დაათვალიერეს თბილისი. კონფერენციის ბოლოს კი ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს: ახსენეს, რომ მცირე დროის მიუხედავად, ბევრი ნაცნობები შეიძინეს, და იმედი აქვთ, რომ მომავალშიც მიეცემათ ერთად შეკრების საშუალება.