ENPARD პროგრამის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შეჯამება
07/12/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

1 დეკემბერს გაიმართა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა-„ქეა", „მერსი ქორი", „ოქსფამი" და „ფიფლ ინ ნიდ" წარმოადგინეს პროგრამის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები.

 

ღონისძიებას დაესწრნენ პროგრამის განმახორცილებელი ორგანიზაციები, სხვადასხვა პარტნიორები, და პროგრამის ბენეფიციარი კოოპერატივების წევრები. მონაწილეებმა შეაჯამეს ENPARD პროგრამის პირველი ფაზის ძირითადი მიღწევები 2014-2017 წლებში და მისი პირველადი გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

 

სესიის მიმდინარეობის დროს, მონაწილეებს ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ კოოპერატივების მიერ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ახლოს გაცნობოდნენ პროგრამაში მონაწილე ფერმერებს.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქეას მიერ საქართველოს სამ რეგიონში-სამგერელო, გურია და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ხორციელდებოდა,  ქეამ ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწია 50 კოოპერატივს სხვადასხვა სექტორიდან. მთლიანობაში, ქეამ მოიცვა 3000 ფერმერზე მეტი საინფორმაციო კამპანიების შედეგად და ჩაატარა ტრეინინგები ბიზნესის, მართვის და ტექნიკური უნარების განვითარებისთვის, 128 კოოპერატივისა და ფერმერთა გაერთიანებისთვის, რითაც1000-ზე მეტ ფერმერს მიეცა თავიანთი შესაძლებლობების განვითარების საშუალება.