ლაგოდეხს ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ეწვია
13/02/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

5-6 თებერვალს, ევროკავშირის ENPARD პროგრამით დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის LAG-ს ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ესტუმრა. ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში მოხდა ლაგ-ებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ასევე სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

 

ვიზიტის პირველ დღეს, ბორჯომის ლაგ-ის წევრებმა და სოფლის განვითარების პროექტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ლაგოდეხში სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები. ასევე გაიმართა შეხვედრა და დისკუსია ლაგოდეხის ლაგ-თან. ლაგ-ებმა ორივე რაიონში ამ დრომდე გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს ლაგების ასოციაციის (GALAG) ჩამოყალიბების საკითხი.

 

6 თებერვალს ლაგ-ებმა გაცვალეს ინფორმაცია საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით. ასევე, იმუშავეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განახლებაზე.

 

ვიზიტი ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მსგავსი გაცვლითი შეხვედრები ლაგ-ებს შორის ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შორის უფრო ღრმა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ლაგ-ების გაძლიერებას და მომავალში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

 

პროექტი 'სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში", რომელსაც ქეა ლაგოდეხში ახორციელებს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდებოდა 2015 წლიდან. სოფლის განვითარების პროექტი საქართველოში ლაგოდეხის, ბორჯომისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.