სოციალურ საწარმოებს ჩაუტარდათ კონსულტაციები მარკეტინგის საკითხებში
02/04/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ამა წლის 27 -29 მარტს ქ.სენაკის საკრებულოში, ჩატარდა ტრეინინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები თემაზე- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, პროექტის „საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა" ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრეინინგსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ესწრებოდნენ პროექტის ბენეფიციარები კერძოდ 8 სოციალურ საწარმოში ჩართული პირები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, მცხოვრები საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში: სამტრედია, აბაშა და სენაკი. ტრეინინგების საშუალებით სოციალურ საწარმოში დასაქმებულმა ქალბატონებმა გაიუმჯობესეს თავიანთი მარკეტინგული უნარები, რაც მომავალში სოციალური საწარმოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


გარდა ამისა, მოეწყო საველე ვიზიტები სოციალურ საწარმოებში (ბამბუკისა და თექის ხელნაკეთი ნივთების საწარმო, სამკერვალო, არტ-კაფე, საცხობი, დაფნის საშრობი ხაზი, თხილის გულის შესაფუთი ხაზი, ჩირის საშრობი საწარმო).

ტრეინინგსა და კონსულტაციებს ახორციელდებდა შპს ბრენდსელენსი.

ტრენინგები ჩატარდა პროექტის კომპონენტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე", ფარგლებში. იგი მიზნად ისახავს   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ქალების  მიერ  დაფუძნებული სოციალურ საწარმოებსა (ხელნაკეთი  ნივთების საწარმო, სამკერვალო, არტ-კაფე, საცხობი, დაფნის საშრობი ხაზი, თხილის გულის შესაფუთი ხაზი, ჩირის საშრობი საწარმო) და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ სხვა მხარეებს შორის (ბითუმად მოვაჭრეები, ექსპორტიორი კომპანიები და ა.შ.) მდგრადი საბაზრო კავშირების დამყარებას და ასევე პროექტის ბენეფიციარების  მარკეტინგული უნარების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მარკეტინგული სტრატეგიები 8 სოციალური საწარმოსთვის.