სამკერვალო საწარმო უცხოელ ინვესტორთან დაკავშირდა
30/04/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სამკერვალო სოციალური საწარმო „გვირილა", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ არის დაარსებული, დაკავშირდა თურქ ინვესტორთან, რომელმაც სამტრედიაში დიდი მასშტაბის სამკერვალო საწარმო TUANA TEXTILE გახსნა.

17 აპრილს, კომპანია „TUANA TEXTILE" წარმომადგენლები, სამტრედიის მერიის მოადგილესთან ერთად გვირილას ესტუმრნენ. წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, „გვირილა" კომპანიის ქვე-კონტრაქტორი გახდა. შედეგად, „გვირილაში" დასაქმებული ქალბატონები გაივლიან ინტენსიურ გადამზადებას სამკერვალო საქმეში.

ქეა განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამტრედიის მერიას, საწარმო „გვირილას" პარტნიორებთან დაკავშირებისთვის და ქალბატონებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის.

პროექტი „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ხორციელდებოდა ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. საწარმოს ინვესტორთან დაკავშირება განხორციელდა პროექტის კომპონენტის:,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე'' ფარგლებში. იგი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესებას და პროექტის ბენეფიციარების მარკეტინგული უნარების გაძლიერებას.