27-28 აპრილს, თბილისში პროექტ „მეგობრობის ხიდი"-ს მეორე და დასკვნითი რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. „მეგობრობის ხიდი" პროგრამა Students Rebuild და სამხრეთ კავკასიაში მისი Facing Difference გამოწვევის ნაწილია.
მეორე ახალგაზრდულმა კონფერენციამ შეკრიბა პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, რომლებიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გადიოდნენ ტრეინინგებს სხვადასხვა საკითხზე. გარდა ამისა, თემებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული კლუბების საშუალებით მუშაობდნენ მშვიდობის დასამყარებლად და ახალგაზრდების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
კონფერენციაზე ახლაგაზრდული კლუბების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე თუ რა ისწავლეს ტრეინინგების და მცირე ინიციატივების განხორციელების საშუალებით. სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ-ჩართვის საშუალებით გაეცნოთ თანატოლები ამერიკისა და იორდანიის სკოლებიდან და გასაუბრებოდნენ ემიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხების შესახებ.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლაგაზრდებმა მოინახულეს ძველი თბილისი, და არაფორმალურ გარემოში მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ასევე, დასახეს გეგმები, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათი მეგობრობა და თემებს შორის კავშირი მომავალშიც გააგრძელონ.