საგრანტო განაცხადის იდეის ფორმა
საგრანტო სახელმძღვანელო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული პრიორიტეტები
ხშირად დასმული კითხვები
ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი იწყება.
ქეა ავსტრია და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ამოცანაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ისეთი ტიპის სასოფლო-სამეურნეო და არა-სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოვლენილ ადგილობრივ პრიორიტეტებს პასუხობენ. საგრანტო პროგრამის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლად სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სტიმულირება.
პროექტი "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის(ENPARD) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ინტეგრირებული, მდგრადი და თანამონაწილეობითი სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერით.
კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით, გარდა მითითებული გამონაკლისებისა. (დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი: საგრანტო სახელმძღვანელო)
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ლაგოდეხის ტერიტორიზე ახორციელებენ.
იმისათვის, რომ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შეირჩეს დაფინანსებისთვის, თითოეულმა განმცხადებელმა უნდა გაიაროს ორი ეტაპი:
I ეტაპი - საპროექტო იდეის წარდგენა
II ეტაპი - სრული განაცხადის მომზადება
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო იდეები. განმცხადებელი საგრანტო იდეის ფორმის (იხ.დანართი 1) საშუალებით იძლევა მოთხოვნილ ინფორმაციას, რომლის შეფასების საფუძველზეც გაირკვევა განმცხადებელი შერჩეული იქნება თუ არა პროექტის სრული განაცხადის ფორმის წარდგენისთვის.
განაცხადის შესავსებად განმცხადებელს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებ გვერდებს:
1. www.lagodekhilag.ge - ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდი.
2. www.care-caucasus.org.ge - ქეა საერთაშორისო კავკასიაში ოფიციალური ვებ გვერდი
3. www.enpard.ge - ენპარდის ოფიციალური ვებ გვერდი.
4. www.facebook.com/lagodekhi.LAG/ - ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
საგრანტო იდეის ჩამოტვირთვის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა შეავსოს საგრანტო აღნიშნული ფორმა და წარმოადგინოს:
ელექტრონული ვერსია მისამართზე: nino.uglava@care.org ან წარმოადგინოს ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: 2700, ქ.ლაგოდეხი, ზაქათალის ქ.23, ქეა ავსტრია.
საგრანტო იდეის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 სთ
დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ იხილონ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, მითითებულ ვებ გვერდებზე: www.lagodekhilag.ge ; www.care-caucasus.org.ge ; www.enpard.ge
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. (წერილში გარკვევით მიუთითეთ "საგრანტო კონკურსი")
ელ.ფოსტა: nino.uglava@care.org ან დაუკავშირდეთ "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" პროექტის საველე კოორდინატორს მალხაზ ტალახაძეს საკონტაქტო ნომერზე - 599 503498