11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე ლაგოდეხში საკონსულტაციო შეხვედრით აღინიშნა: აქ მცხოვრები ახალგაზრდები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის გენდერული საბჭოდან, ერთად შეიკრიბნენ და ისაუბრეს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გოგონების ნაადრევი ქორწინება და მისი კავშირი ეკონომიკურ განვითარებასთან, ხელმისაწვდომობა განათლებაზე და ტრეინინგებზე, უნარების განვითარება. ახალგაზრდებმა უამრავი საინტერესო საკითხი წამოჭრეს და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მომავალში ინფორმაციის გავრცელების კუთხით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრის საშუალებით, გოგონებს მიეცათ საშუალება წარმოედგინათ საკუთარი გამოცდილება, მოსაზრებები განათლებისა და ტრენინგების ხელმისაწვდომობის, სამსახურის ძიების, კუთხით თუ სხვა სოციალური საკითხებზე, და შეეთავაზებინათ გამოსავალი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი მიიღეს მეტი ინფორმაცია მოზარდების საჭიროებების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი მომავალის საქმიანობის განსახორციელებლად. წარმომადგენლება მოზარდებს დახმარებაც აღუთქვეს გენდერის, ახლაგაზრდებს შორის ჩაგვრისა და სხვა სოციალურ საკითხებზე მოზარდების ყურადღების მისაქცევად.