22 ივნისს, მესტიამ უმასპინძლა სვანეთის განვითარების ორი დიდი პროექტისა და საზოგადოებრივი ღონისძიების, ლოზუნგით „ევროკავშირი სვანეთში", ოფიციალურ გახსნას. პროექტები, რომლებიც მოიცავს GRETA-სა და ENPARD III მესტიას, დაგეგმილი და მხარდაჭერილია ევროკავშირის, შვედეთის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ.
პროექტი გახსნა ვინსენტ რეიმ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: მოლი ლიენმა - შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა; ბატონმა ჰეინც ჰაბერტოიერმა - ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა; ბატონმა რობერტ ვოფსბურგერმა - CARE ავსტრიის დირექტორის მოადგილემ და ბატონმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა - მესტიის მერმა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, თბილისში შვედეთის საელჩოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, მესტიის ადგილობრივი ხელისუფლების, ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში, დონორები, ENPARD - ის პარტნიორი ორგანიზაციები, GRETA - ს პროექტის თანამშრომლები, LEADER - ის განმახორციელებლები და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეები გაეცნენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ძირითად მიზნებს, ეტაპებსა და სოფლის განვითარების პროექტების სამომავლო საქმიანობებს.
ლევან დადიანმა, ქეა ავსტრიის ENPARD III მესტიის პროექტის მენეჯერმა, წარადგინა პროექტის, ამ დრომდე, მიღწეული შედეგები და ისაუბრა დაგეგმილ აქტივობებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სამომავლო შესაძლებლობებზე.
რობერტ ვოფსბუერგერმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ENPARD III მესტიის პროექტის მონაწილეობით ხასაითს და ქვევიდან-ზევით მიდგომას. ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაწევრიანებით, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს და განიხილოს საკუთარი საჭიროებები და პრიორიტეტები. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალთა როლს ეკონომიკურ განვითარებაში. "ქალები არა მარტო ფულს ხარჯავენ, ისინი ინვესტირებას აკეთებენ კაპიტალში... ისინი ყურადღებით იწყებენ საქმიანობას და ინვესტირებას თავიანთი ოჯახებისა და შვილების მომავალში დებენ".
ოფიციალური გახნის შემდეგ, დაპატიჟებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ სვანეთის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი და შემდეგ დასწრებოდნენ ქალაქ მესტიაში ევროპის დღის აღნიშვნას. სხვა აქტივობებთან ერთად, სტუმრებს შეეძლოთ წვეოდნენ ENPARD - ის კარავს, სადაც წარმოდგენილი იყო ENPARD პროგრამის ფარგლებში, ქეას მხარდაჭერილი სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივები. სტუმრებმა დააგემოვნეს ისეთი სასოფლო - სამეურნეო პროდუქტები, როგორებიცაა თაფლი, თხილი, მარცვლეული და გაეცნენ კოოპერატივების საქმიანობას.
ENPARD III მესტია
CARE ავსტრია თავის პარტნიორ ორგანიზაცია PMC-RC-თან ერთად, ახორციელებს სოფლების განვითარების ოთხწლიან პროექტს მესტიაში. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოში და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. ENPARD III მესტია-ს (LEADER-ის განხორციელება მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უკეთესი საარსებო პირობებისთვის) მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოწყვლადი მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებასა და მათი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მხარდაჭერას „LEADER" მიდგომის გამოყენებით. 2.5 მილიონ ევროიანი პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მიერ.