„კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტი ესტუმრა
05/07/2019 0 ნახვა

 

 

 

2019 წლის 3 ივლისს „კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტის, მანუელ ფაჰარდოს ვიზიტი განხორციელდა.


 ექსპერტმა მოინახულა კოოპერატივები - „ნერგები“, „მწვანე ფოთოლი“ და „ზანელი“, რომლებსაც სათბურში მოჰყავთ მარწყვი, მწვანილი და ბოსტნეული. შეხვედრაზე ექსპერტი გაეცნო იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებსაც  კოოპერატივები წარმოების პროცესში აწყდებიან და ფერმერებს  საჭირო რეკომენდაციები და რჩევები მიაწოდა.

 

ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ კონკრეტული რჩევები უშუალოდ მათი ბიზნესის განხორციელების ადგილზე.

 

ვიზიტი განხორციელდა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში:

 

„ნერგები“ დაარსდა 2004 წელს და ყველა მის  წევრს დიდი გამოცდილება აქვს  სანერგე მეურნეობაში ( ხილი, დეკორატიული ხეები, ქარისგან დამცავი ხეები და ა.შ ). ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, კოოპერატივმა ააშენა სათბური, რომელიც ზამთრის პერიოდში ნერგების გამოსაყვანად გამოიყენება, ხოლო წლის დანარჩელ პერიოდში - ბოსტნეულის წარმოებისთვის. კოოპერატივი ერთ-ერთი მოწინავე სანერგეა დასავლე საქართველოში.

 

„მწვანე ფოთოლი“ დაარსდა 2017 წელს. ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, კოოპერატივმა სასათბურში რეჰანის და რუკოლას წარმოება დაიწყო. გასულ წელს მათ თავიანთი ძალებით გააფართოვეს წარმოება, დაამატეს ახალი სათბური, განაახლეს სავენტილაციო სისტემა და დაიწყეს პომიდვრისა და კიტრის წარმოება.


„ზანელი“ დაარსდა 2016 წელს და შედგება 9 წევრისაგან. ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით კოოპერატივმა მიიღო მარწყვის ნერგები და მათი წარმოების საჭირო სათბური. 2019 წელს ზანელმა „კოოპერატივების ფონდის“ მხარდაჭერით  და კოოპერატივი „ნერგები“-ს ექსპერტული რჩევებით ბიზნესის დივერსიფიკაცია მოახდინა და მრავალწლიანი ნერგების წარმოება დაიწყო.