ქეას ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია "საგამ" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განახორციელა პროექტი კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად
29/04/2021 0 ნახვა

 

 

 

2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, CARE-ს კრიზისული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  ქალებისა და შშმ პირების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციებმა საქართველოსა და სომხეთში განახორციელეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა კოვიდ19-ის ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას მოსახლეობაზე.


კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა უკვე არსებული გენდერული უთანასწორობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეებზე, და გაზარდა უარყოფითი ზეგავლენა დაუცველ ჯგუფებზე. პანდემიამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ქალებისა და გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობაზე.


COVID19-ით გამოწვეულმა სიტუაციამ და მისმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სათემო და ადგილობრივი ორგანიზაციები პირველი რეაგირებენ კრიზისის დროს. ადგილობრივი გადაწყვეტილებების წახალისება სათემო  და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ერთ-ერთი გამოსავალია COVID19–ის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების საპასუხოდ. ქეას პროექტი მიზნად ისახავდა მსგავსი ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებას. ამისთვის, პროექტი თანამშრომლობდა 4  ქალთა და შშმ პირთა ორგანიზაციასთან საქართველოსა და სომხეთში.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ (საგა) განახორციელა პროექტი, რომელიც დაეხმარა პანდემიის შედეგად უსამსახუროდ დარჩენილ ქალებს დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში. პროექტის მთავარი მიზანი იყო ქალებს მიეღოთ ის დამატებითი ცოდნა და რესურსები, რომლებიც მომავალში მათ კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარებოდათ. პროექტი მოიცავდა საგანმანათლებლ-საინფორმაციო და ადვოკატრების კომპონენტებს.


პროექტის ფარგლებში დამატებით აღიჭურვა და მოეწყო საინფორმაციო სივრცე „საგა“ს ოფისში, სადაც ქალებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან საშუალება ექნებათ მიიღონ სამუშაოს ძიებისთვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება. დედების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.


პროექტი ხელს უწყობდა ქალების კომპეტენციების გაზრდას. 41 ქალი დაესწრო სხვადასხვა პიროვნული განვითარებისა და ტექნიკურ ტრენინგებს თემებზე: ლიდერობა, რეზიუმეს შედგენა და სამუშაოს ძიება, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები, მეწარმეობა.


პროექტმა ასევე განახორციელა ადვოკატირების კამპანია, რომელიც ქალებისთვის ეკონომიკური და დასაქმების შესძლებლობების გაზრდისკენ იყო მიმართული. გაიმართა შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პროექტის მონაწილე ქალების ჩართულობით. შედეგად, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, პროექტის მონაწილე 10 ქალი გაივლის პროფესიული სწავლების კურსებს პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით.


პროექტის ფარგლებში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოაგდოებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების კუთხით არსებული ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები. პროექტის მონაწილე ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ და შეეგროვებინათ რეგიონებში მცხოვრები ქალების საჭიროებები. შეგროვებული ინფორმაცია რეგიონში მომავალი საქმიანობის დაგეგმვას და განვითარებას შეუწყობს ხელს.