ქეას მხარდაჭერით, ჩრდილოეთ შირაქის რეგიონში ორგანიზაციამ "ქალები განვითარებისთვის" განახორციელა პროექტი კოვიდ19-ის საპასუხოდ
07/05/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, CARE-ს კრიზისული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  ქალებისა და შშმ პირების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციებმა საქართველოსა და სომხეთში განახორციელეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას მოსახლეობაზე.

კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა უკვე არსებული გენდერული უთანასწორობა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეებზე, და გაზარდა უარყოფითი ზეგავლენა დაუცველ ჯგუფებზე. პანდემიამ განსაკუთრებით იმოქმედა ქალებისა და გოგონების, და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობაზე.

COVID19-ით გამოწვეულმა სიტუაციამ და მისმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სათემო და ადგილობრივი ორგანიზაციები პირველი რეაგირებენ კრიზისის დროს. ადგილობრივი გადაწყვეტილებების წახალისება სათემო  და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ,  ერთ-ერთი გამოსავალია COVID19-ის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების საპასუხოდ. ქეას პროექტი მიზნად ისახავდა მსგავსი ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსებას. ამისთვის, პროექტი თანამშრომლობდა 4  ქალთა და შშმ პირთა ორგანიზაციასთან საქართველოსა და სომხეთში.

სომხეთში, ქალთა ორგანიზაციამ „ქალები განვითარებისთვის" განახორციელა პროექტი კოვიდ19-ით გამოწვეული პანდემიის საპასუხოდ, ჩრდილოეთ შირაქის რეგიონში მცხოვრები დაუცველი თემების დასახმარებლად, ადგილობრივი აქტიურ ქალების ჯგუფის გაძლიერებისა და ჩართულობის საშუალებით.

„ქალები განვითარებისთვის" მრავალი წელია მუშაობს ქალებისა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად, ჩრდილოეთ შირაქში ფუნქციონირებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, სადაც ერთიანდებიან ადგილობრივი საზოგადოების წევრები სხვადასხვა სექტორიდან. პროექტის განხორციელების პროცესებში ჩართულნი იყვნენ სწორედ ჯგუფის წევრი აქტიური ქალები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს თავიანთ თემებში მცხოვრებ ოჯახებს, კოვიდ19-ის პრევენციისთვის აუცილებელი საშუალებების განაწილებითა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა 32 ქალისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც გადამზადნენ და მიიღეს ცოდნა და უნარები კოვიდ19-ის და მასთან დაკავშირებული რისკების, ასევე სტრესის მართვის სტრატეგიების კომუნიკაციის შესახებ.

წინასწარ შემუშავებულ სიაზე დაყრდნობით, ქალებმა ოჯახებს გადასცეს კოვიდ19-ის ვირუსისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც მოიცავდა დეზინფექციის საშუალებებს, პირბადეებს, სანიტარულ-ჰიგიენის ნივთებს. ამავე დროს,  ჯგუფის წევრი ქალები ოჯახებს ესაუბრნენ კოვიდ19-ით გამოწვეული ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შესახებ, და მიაწოდეს ინსტრუქცია, თუ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს. მოსახლეობას გადაეცა საინფორმაციო მასალები კოვიდ19-ისგან თავდაცვის შესახებ.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გამოკითხვა მოსახლეობის ძირითადი საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად, რომელსაც თავად ქალები აწარმოებდნენ დისტრიბუციის პროცესის პარალელურად, წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით. სულ შეგროვდა 224 ოჯახის საჭიროებები და პრობლემები, მათ შორის გამოიკვეთა: დასაქმება, ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის საკითხები. მოსახლეობისთვის პრობლემა აღმოჩნდა კოვიდ-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ტრანსპორიტრებაზე, რამაც ხელი შეუშალა გადაადგილებას და სამსახურის ძიებას. გამოკითხვის შედეგები საფუძვლად დაედება მომავალი საქმიანობის დაგეგმვას თემებში.

პროექტის დასასრულს მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გამოკითხვის ძირითადი შედეგები, ისაუბრეს მომდევნო ნაბიჯებზე და შეიმუშავეს რეკომენდაციები პრობლემების საპასუხოდ.

პროექტმა ხელი შეუწყო კოვიდ19-ის გარშემო სტიგმების შემცირებას, სწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. პროექტმა გაზარდა LAG-ის ხილვადობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა თემში აქტიური ქალების საქმიანობისა და როლის შესახებ. ქალებმა შეიძინეს ლიდერული უნარ-ჩვევები და თემთან მუშაობის გამოცდილება. პროექტის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინება კი მოხდება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მიერ პროგრამების დაგეგმვისას.