პროექტის "კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის გზით COVID-19 კრიზისის საპასუხოდ" ფარგლებში საგრანტო კონკურსის მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში ჩატარდა 7 საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის, წალენჯიხის, საჩხერის და გორის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრას 140-ზე მეტი ქალი ესწრებოდა შემდეგი სოფლებიდან: ფახულანი, ფოცხოეწერი, კოკი, ტყაია, პერევი, მერეთი და ზემო ნიქოზი.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სათემო მობილიზაციის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო პროექტის აქტოვობებს და საგრანტო კონკურსის ძირითად კრიტერიუმებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი - მონაწილეთა შერჩევა
პროექტის სამიზნე სოფლებია:
მერეთი, კარბი, ქერე, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი (გორის მუნიციპალიტეტი);
ორსანტია, კოკი, ხურჩა, რუხი, რიყე, ტყაია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი);
ფახულანი, ფოცხოეწერი, მუჟავა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი);
პერევი, ჯრია, ჭურნალი (საჩხერის მუნიციპალიტეტი).
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1aQ-hALQlL1Vui9soC7GXSta9axxK5EFL/view
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის გამოხატვის ფორმა.
ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZKr03a9cJ_yRLXGxrhenRLiJldroKR9ty-U6r1LNaLIj0bg/viewform
პროექტს ახორციელებს ქეა კავკასია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.